ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Eagles-მა სასტუმრო „კალიფორნიას“ სასამართლოში უჩივლა. საუბარია არა აშშ-ში მდებარე სასტუმროზე, არამედ მექსიკის ოტელზე, რომელის კალიფორნიის სახელს ატარებს და რომელიც ლიცენზიის გარეშე როკ ჯგუფის ცნობილ სიმღერას, Hotel California-ს იყენებს.
როგორც მუსიკოსების სარჩელში წერია, დასახლება ტოდოს სანტოსში მდებარე სასტუმროს შესასვლელში Eagles-ის სიმღერებს უკრავენ და მათი გამოსახულებით მაისურები იყიდება. ამ ყველაფრის მიზანი დამატებითი შემოსავლის მიღებაა.
როკ ჯგუფის სარჩელში, რომელიც მან ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა, მუსიკოსები მოითხოვენ, რომ სასტუმროს „კალიფორნიის“ სახელი ჩამოერთვას, ხოლო Eagles-თან რაიმე კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება აეკრძალოს.
სიმღერა Hotel California Eagles-მა 1976 ელს გამოუშვა. ამ სინგლმა და New Kid in Town-მა აშშ-სა და კანადაში იმ წელს პირველი ადგილები დაიკავა.
Prev Post
სხვა სიახლეები