სოციალურ ქსელში, როკ-ენ-როლის დედოფლად აღიარებულ ლამარა ხუროშვილს კონკურენტი გამოუჩნდა. როგორ „კვირა პლუსმა“ გაარკვია, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლში, როკ-ენ-როლს ირმა გორდელაძე ცეკვავს. ის ოზურგეთის სოფელ ლიხაურში ცხოვრობს და ადგილობრივ საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად მუშაობს.
ვიდეორგოლს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მას ლამარა ხუროშვილს ადარებენ და წერენ, რომ გორდელაძემ ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=5pcLz885I9I&feature=youtu.be[/youtube]