ჩრდილოეთ ოსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, როკის გვირაბის გავლით, დათვის ბელი გაიქცა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ნუ გეშინია, ნუ გეშინია“, – ამბობს ვიდეოში მამაკაცი.
კადრებში ჩანს, რომ ბელი გვირაბის გავლის შემდეგ, ტყეს აფარებს თავს.