პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა მეიზი უილიამსმა დაადასტურა.
როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, შოუს მასშტაბურობიდან გამომდინარე, მის გადაღებებს და შემდეგ მონტაჟს ძალიან დიდი დრო დასჭირდება. შესაბამისად, სერიალის ბოლო ექვსი სერია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება მაყურებელს.
ტელეკომპანია HBO, “სამეფო კარის თამაშების” მერვე სეზონის თითოეული სერიისთვის, 15 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. დასკვნითი სეზონის 6 სერიის მთლიანი ბიუჯეტი 90 მილიონი დოლარი იქნება.
მედიის ცნობით, ხარჯებმა შესაძლოა მოიმატოს. თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი იქნება.
წყარო:/imedinews.ge