ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლადამთავრებულებისთვის 1-ელი ივლისიდან დაიწყება. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ექნებათ, 23 ივლისს კი ბოლო – ფიზიკის გამოცდა ჩატარდება.
რაც შეეხება პირობებსა და ინფრასტრუქტურას. ბოლო წლებში მუდმივად ისმოდა პრობლემა, რომ ის ადგილები, სადაც გამოცდები მიმდინარეობდა, არ იყო შესაბამისად აღჭურვილი და აბიტურიენტებს ზაფხულის მაღალ სიცხეში კონდიციონერის გარეშე უწევდათ გამოცდის წერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს აბიტურიენტებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან საგამოცდო ცენტრები აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემითა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41000- მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.