როდის იქორწინებენ ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი

გამოცემა People ცნობილ წყვილზე

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტრევის კელსი ნიშნობის შემდეგ ქორწილის დაგეგმვას არ ჩქარობენ.

გამოცემა People-ის ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს 2023 წლის სექტემბრიდან ხვდება, ხოლო ნიშნობის შესახებ საზოგადოებას 26 აგვისტოს, სოციალურ ქსელებში ერთობლივად გამოქვეყნებული პოსტით აცნობეს.

ამერიკული გამოცემა People  წერს, რომ ამ ეტაპზე სვიფტი და კელსი ყურადღებას ურთიერთობაზე ამახვილებენ. ისინი აპირებენ ამ პერიოდით დატკბნენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნაჩქარევად არ აპირებენ.

People -ის წყარო გამოცემას უყვება, რომ ტეილორ სვიფტისა და ტრევულ კელსისთვის ნიშნობის ამბის გასაჯაროება შვება აღმოჩნდა, რადგან აღარ უწევთ პირადი ურთიერთობის დამალვა.

ტრევის კელსის მამამ, ედ კელსიმ, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში ნიშნობის მომენტიც გაიხსენა. მისი თქმით, სპორტსმენმა ტეილორს ხელი სპეციალურად მოწყობილ, ყვავილებით მორთულ გარემოში სთხოვა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები