დღეს ამ მოწყობილობის ერთადერთი ფუნქცია სიამოვნების მინიჭებაა, თუმცა თავდაპირველად ვიბრატორი მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
ვიბრატორი მე-19 საუკუნეში გამოიგონეს, როგორც არა სექსუალური სიამოვნების, არამედ სამკურნალო მეთოდად. იმ დროში ბევრი ქალი “ჰისტერიას” დიაგნოზით იტანჯებოდა, რაც ნიშნავდა ქალის ემოციურ დისბალანსს, უსაფუძვლო ნერვიულობას, მუდმივ უხასიათობას. სწორედ ამ დიაგნოზის სამკურნალოდ გამოიგონეს ვიბრატორი,რომელსაც ექიმები ქალის საშოს მიდამოებში აკეთებდნენ – ამ გზით ცდილობდნენ „ჰისტერიული პაროქსიზმის“ (ანუ ორგაზმის) გამოწვევას. თუმცა ამ დროს არავინ საუბრობდა ორგაზმზე, ის უბრალოდ სასარგებლო განმუხტვად ითვლებოდა.
პირველი ვიბრატორი მექანიკური იყო, რის გამოც ექიმებს დიდხანს უწევდათ პაციენტთან მუშაობა. დროის და ენერგიის დაზოგვის მიზნით 1880-იან წლებში ბრიტანელმა ექიმმა ჯოზეფ მორტიმერ გრენვილმა შექმნა პირველი ელექტრომექანიკური ვიბრატორი.
თავად გრენვილს არ სურდა მისი აპარატი სექსუალურ კონტექსტში გამოეყენებინათ და მკაცრად ემიჯნებოდა მსგავს ინტერპრეტაციებს.
1900-იან წლებში ვიბრატორები უკვე იქცა საყოფაცხოვრებო ტექნიკად და იყიდებოდა როგორც თმის საშრობები, მტვერსასრუტები და სხვა საოჯახო ტექნიკა რეკლამებით “განთავისუფლდი დაღლილობისგან” , “დაემშვიდობე სტრესს” და ა.შ
1950-60-იან წლებში, როდესაც საზოგადოებაში სექსუალობაზე საუბარი გახდა უფრო ღია, ვიბრატორი დაუკავშირეს პორნოგრაფიას, რამაც მისი გაყიდვა გარკვეულად შეაფერხა. ბევრ ქვეყანაში მასზე წვდომა მოითხოვდა სპეციალურ ნებართვებს ან ის მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით იყიდებოდა.
1970-იან წლებში ფემინისტურმა მოძრაობებმა სექსუალური განათლება და ქალის სიამოვნება ღიად დააყენეს დღის წესრიგში. ვიბრატორი იქცა ქალის სექსუალური თავისუფლების სიმბოლოდ, თვითშემეცნებისა და თვითკმაყოფილების ინსტრუმენტად. გაჩნდა უამრავი დიზაინი, ფუნქცია და ფორმა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბაზარზე სულ მცირე, 50 ვარიანტი იყიდებოდა.მომდევნო 20 წლის განმავლობაში ვიბრატორმა ქალის გონება (და სხეული) მთლიანად დაიპყრო. ქალების ჟურნალები სავსე იყო ვიბრატორების რეკლამებით სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად. მათ უბრალოდ „მასაჟორებს“ (სხვათა შორის, მათი გამოყენება ამ მიზნითაც შეიძლებოდა) ან „ქალების სასიამოვნო თანამგზავრებს“ უწოდებდნენ.
დღეს ვიბრატორი არის მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობა, ხშირად ბლუთუზით, აპლიკაციით, სხვადასხვა ინტენსივობის რეჟიმებითა და ეკოლოგიური მასალებით. ის მოიხმარება არა მხოლოდ ქალების მიერ – არამედ ყველა გენდერის ადამიანისთვის, როგორც პირადი სიამოვნების, ასევე პარტნიორულად გაზიარებული ექსპერიმენტების ინსტრუმენტი.
ახლა ბაზარზე ნებისმიერი გემოვნების მრავალფეროვან მოდელებს იხილავთ. ისინი ზომით, ფერით, მასალითა და ფორმით განსხვავდებიან, მაგრამ მთავარი აერთიანებთ – სიამოვნების მინიჭება შეუძლიათ.