როდის დასრულდება “კარდაშიანების ოჯახი” – კიმ კარდაშიანის განცხადება

რეალითი შოუ – “კარდაშიანების ოჯახი”, რომელიც უკვე წლებია, ტელეეთერში გადის, წელს დასრულდება.
​ამის შესახებ ინფორმაციას BBC კიმ კარდაშიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველას დიდი მადლობა განვლილი 14 წლისთვის, ვინც ჩვენს ოჯახს გვერდით ედგა და გვგულშემატკივრობდა. რთული გადაწყვეტილება მივიღეთ – “კარდაშიანების ოჯახს” უნდა დავემშვიდობოთ. ამ შოუმ გვაქცია იმად, რაც ვართ. მუდამ გვემახსოვრება ისინი, ვინც ჩვენი კარიერის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ჩვენი ცხოვრების შეცვლაში დიდი როლი ითამაშა“, – წერს კარდაშიანი “ტვიტერის” გვერდზე.
​შეგახსენებთ, “კარდაშიანების შოუ” პირველად 2007 წელს გავიდა ეთერში.

კომენტარები

სხვა სიახლეები