როდის დაბრუნდება ,,ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში?

სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები”   25 ოქტომბერს ეთერში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაქციას სერიალისოფიციალური გვერდი ავრცელებს. ჩცდ-ს მე-16 სეზონი ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ,,ფორმულაზე” გავა.

სერიალის პროდიუსერის, ირაკლი საღინაძის თქმით, მაყურებელი ახალ სეზონზე სერიალში ახალ სახეებს იხილავს, რომელთა შესარჩევად კასტინგები ახლაც მიმდინარეობს.

,,ჩცდ”, სავარაუდოდ, საღამოს 10 საათზე დაიწყება და თითო სერიის ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, ნახევარი საათი იქნება.

,,რუსთავი 2″-დან  ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ ,,ფორმულა კრეატივმა” მალევე დააანონსა ახალი ტელევიზიის შექმნა. ,,ფორმულა კრეატივში” თქვეს, რომ სწორედ ამ ახალ არხზე გავა მათი პროდუქტები, მათ შორის სერიალი ჩემი ცოლის დაქალები.

კომენტარები

სხვა სიახლეები