ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა, რომელიც დაიღალა კითხვის, „როდის გათხოვდები?“, მოსმენით, გადაწყვიტა საკუთარ თავს გაყვეს ცოლად.
32 წლის ლულუ ჯემიმას აღარ შეეძლო ესმინა ოჯახის წევრების და ნათესავების საუბრები იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოლად გაჰყვე „სწორ“ მამაკაცს. მით უმეტეს, რომ ლულუ მთლიანად სწავლა-განათლების მიღებით არის დაკავებული. სტუდენტმა მეგობრებს მოსაწვევები გაუგზავნა, საპატარძლო კაბა იქირავა და ქორწილში მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვითაც წარსდგა. ეს ცერემონია მან თავის დაბადების დღეს დაამთხვია.
„მე სერიოზული ოცნება, გეგმები მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გავხდე მეცნიერი, მაგრამ ჩემი ოჯახი გამუდმებით მეკითხება – როდის გავთხოვდები. ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა კი უგანდაში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემი ჩემი ქორწილისთვის სიტყვას, ჯერ კიდევ იმ დროიდან ამზადებდა, როცა მე 16 წლის ვიყავი. ჩემს ყოველ დაბადების დღეზე დედაჩემი ჩემთვის ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ იმ წელს შესაფერისი ქმარი მეპოვა. მაგრამ მე ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
ლულუს მშობლები ამ „ქორწილში“ არ ჩამოსულან, თუმცა მათ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარეს. ლულუს თქმით, მათ ამ სიძის გარეშე ჩავლილ ცერემონიაშიც იპოვეს რეზონი და უთხრეს, რომ საპატარძლო კაბის ჩაცმაც კი უკვე დიდი წინსვლაა და მომავალი ქორწინებისთვის მზადყოფნას ნიშნავს.
რაც მთავარია, ლულუს საკუთარ თავზე დაქორწინება, რომელმაც ყველანაირი კანონის დაცვის გარეშე ჩაიარა, საკმაოდ გაამხიარულა მისი მეგობრები, რომლებმაც, პატარძალთან ერთად, ეს შესანიშნავი დღე პაბში აღნიშნეს.
სხვა სიახლეები