“როდესაც საბანი გადავწიე, დავინახე, რომ უსიცოცხლოდ იყავი და მეშინოდა ხელის მოკიდება” – მაია ასათიანი სიკვდილს შვილის ძიძამ გადაარჩინა (ვიდეო)

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა და წერილიც კი ჰქონდა დატოვებული.

შემთხვევის შესახებ ნუცას ძიძა, მზია მელქაძე დეტალურად საუბრობს.

„მახსოვს, შემოვედი, გასაღებით გავაღე კარი… შენ ძალიან იშვიათად მხვდები ხოლმე საწოლში დაძინებული. როდესაც საძინებელში სინათლეს ვანთებ, ყოველთვის საბანს იფარებ, ხმა არ ამოგიღია. ჩვენი ბუბუ და დუდი შენს საწოლზე იყვნენ და გლოკავდნენ.

უჩვეულოდ ვიგრძენი თავი, მინდოდა, ახლოს მოვსულიყავი, მაგრამ შიშმა ამიტანა. როდესაც საბანი გადავწიე, დავინახე, რომ უსიცოცხლოდ იყავი და მეშინოდა ხელის მოკიდება.

მოგკიდე ხელი და თბილი იყავი. სასწრაფოში არ დავრეკე, ვიფიქრე – ნინოსთვის (მაია ასათიანის დედა) უნდა დამერეკა.

მეგონა, ნინო კართან იდგა, ისე სწრაფად მოვიდა ჩვენთან, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ და ასე გადარჩი…“, – იხსენებს მზია მელქაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები