როდემდე გაგრძელდება მთვარის მორიელის ნიშანში მოძრაობა და დაგვიბრუნდება სიცოცხლის შეგრძნების პოზიტიური განცდა- რამაზ გიგაური მიმდინარე დღეებზე

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მიმდინარე დღეების შესახებ წერს. ასტროლოგის განმარტებით, მთვარის მორიელის ნიშანში მოძრაობა შიშს და შფოთვას იწვევს. 14 თებერვლიდან განეიტრალდება ეს ემოციური ფონი და გაძლიერდება ოპტიმიზმი:

“ისევე როგორც გუშინ, დღესაც, 13 თებერვალს გრძელდება მთვარის მორიელის ნიშანში მოძრაობა. ეს ქმნის ემოციურ და გარკვეულწილად დაძაბულ ფონს. ძლიერდება გამოუცნობი შიში და შფოთვა.

> დღის პირველი ნახევარში გაჩნდება ცვლილებების და პრობლემების „ორიგინალური“, არასტანდარტული გზით მოგვარების მძაფრი სურვილი, რაც მთლად გამართლებული არ იქნება. სასურველია ცვლილებები გააზრებულად და გამოცდილი მეთოდებით მოხდეს.
> დღის მეორე ნახევარში პირიქით, შესაძლოა გაჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ვერაფერს ვერ ცვლით და „ყველაფერი ცუდად არის“, რაც ასევე არ იქნება სწორი.
> ეს ყველაფერი 14 თებერვლის დილიდან შედარებით განეიტრალდება. გაძლიერდება ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, ენერგიულობა, თავდაჯერებულობა და სიცოცხლის შეგრძნების პოზიტიური განცდა.
ყველას სიმშვიდისა და სიხარულის 13 თებერვალს გისურვებთ! ❤” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები