როგორ ცხოვრობენ რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ელექტროენერგიას არ მოიხმარენ

როგორ უნდა გადაუღო ფოტო ადამიანების კომუნას, რომელიც ერიდება ფოტოების გადაღებას?

2010 და 2011 წლებში ფოტოგრაფი ჯორჯი რუიზი ჩირერა ასეთ სირთულეს გადააწყდა, როდესაც მენონიტების დასახლებაში მოხვდა, ბოლივიის ქალაქ სანტა კრუსში. ადგილობრივებთან კონტაქტის დამყარება რთული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ მოპოვებულმა ნდობამ ხელი შეუწყო ფოტოპროექტის “მენონიტების” განხორციელებას.

ჩირერამ მონონიტების შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობდა. ამ ქრისტიანული სექტის მიმდევრების ნაწილი თანამედროვე ცივილიზაციის სიკეთეებს იყენებს, თუმცა დასახლება, რომელიც ჩირერამ მოინახულა, მკაცრ წესებს იცავს და უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებასა და ალკოჰოლის მიღებაზე.

“ყველაზე მეტად რამაც მოახდინა შთაბეჭდილება,
ეს იყო სათამაშოების სრული არარსებობა და გასართობი თუ დასასვენებელი ადგილების უქონლობა. აქ მხოლოდ აქვთ ეკლესია და მაღაზია, არანაირი კაფეები და რესტორნები, არანაირი საფეხბურთო მოედანი, ბაღი ან პარკი. ცხოვრება არის მხოლოდ მუშაობა და ოჯახის მოვლა. კომუნის წევრებს ეკრძალებათ ფოტოების გადაღება. იმისთვის, რომ ფოტოს გადაღების უფლება მქონოდა, ყველა ოჯახის მამასთან მომიწია საუბარი. როდესაც მამა იძლეოდა მისი ოჯახის წევრებისთვის ფოტოს გადაღების უფლებას, შემდეგ უკვე სხვა წევრებს სათითაოდ უნდა გამოეთქვათ თანხმობა. ისინი ყველა ერთნაირად იცვამენ, ერთნაირ სახლებში ცხოვრობენ, ერთნაირად გაყავთ დრო, მაგრამ სწორედ ამ მსგავსების გამო, ისინი ინარჩუნებენ საკუთარ ინდივიდუალიზმს” – ყვება ფოტოგრაფი.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები