როგორ შეიძლება, მოვახდინოთ კანის გაღიზიანების პრევენცია პირბადის ხშირი ტარებისგან – ექიმის რჩევები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი – ზაზა თელია ბოლო დროს აქტუალურ კითხვას, თუ როგორ შეიძლება, მოვახდინოთ კანის გაღიზიანების პრევენცია პირბადის ხშირი ტარებისგან, სოციალურ ქსელში პასუხობს.

ექიმის თქმით, რეკომენდაციები ადამიანებს სახის კანის დაზიანებისგან დაცვაში დაეხმარება.

“როგორ შეიძლება, მოვახდინოთ კანის გაღიზიანების პრევენცია პირბადის ხშირი ტარებისგან?

ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, დაიცვათ სახის კანი დაზიანებისგან:

1. ყოველდღიურად გაიწმინდეთ/დაიბანეთ და დაიტენიანეთ თქვენი სახის კანი.

სახის კანის ნაზი მოვლა ხელს უშლის კანის პრობლემების გაჩენას.

სახის დაბანისას გამოიყენეთ – მსუბუქი (mild), პარფიუმის გარეშე (fragrance free), გარეშე დასაბანი/გამწმენდი საშუალება.

2. მშრალი კანი ერთ-ერთი ხშირი პრობლემაა სახის ნიღაბის გამოყენებისას.

დამატენიანებელი საშუალების გამოყენება ქმნის დამატებით დამცავ ფენას კანზე, რომელსაც შეუძლია, შეამციროს სიმშრალე.

აუცილებელია დამატენიანებლის გამოყენება დაუყოვნებლივ სახის დაბანის შემდეგ, პირბადის გაკეთებამდე და მისი მოხსნის შემდეგ.

გირჩევთ გამოიყენოთ დამატენიანებელი ერთ-ერთი შემდეგი ინგრედიენტით:

ა. ცერამიდები
ბ. დიმეთიკონი (რომელსაც ასევე შეუძლია შექმნას ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს გაღიზიანებული კანის შემცირებას)

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება სწორი დამატენიანებელი საშუალების არჩევით თქვენი კანის ტიპის მიხედვით:

1. ცხიმიანი კანი (ან თუ ცხელი და ტენიანი ამინდია): დამატენიანებელი გელი;

2. ნორმალური ან კომბინირებული კანი – ლოსიონი

3. მშრალი და ძალიან მშრალი კანი – კრემი

4. თუ თქვენ გაქვთ აკნე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დამატენიანებელი გელი

წაისვით დამატენიანებელი ნიღაბის გაკეთებამდე და მის შემდეგ

დამატენიანებელმა შესაძლოა, თავიდან აგაცილოთ პრობლემები, განსაკუთრებით – მაშინ, თუ თქვენ გაქვთ მშრალი ან მგრძნობიარე კანი.

3. დაიცავი ტუჩები თეთრი ვაზელინის გამოყენებით (petroleum jelly)

ტუჩების სიმშრალე და დაზიანება ხშირი პრობლემაა პირბადის ტარებისას.

გამოიყენეთ ვაზელინი სახის დაბანის შემდეგ, პირბადის გაკეთებამდე და ძილის წინ.

4. თავიდან აიცილეთ მაკიაჟი ტარება ნიღბის ქვეშ.

ნიღბის ქვეშ, მაკიაჟი უფრო მეტად ახშობს ფორებს და იწვევს გაღიზიანებას.

თუ მაკიაჟი აუცილებელია, გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებსაც ეტიკეტირებული აქვთ “არა-კომედოგენური” ან “არ ახშობს ფორებს”.

5. შეარჩიეთ სწორი ნიღაბი.

კანის პრობლემების შესამცირებლად ეძებეთ ნიღბები, რომლებიც გთავაზობთ:

ა. მჭიდროდ მაგრამ კომფორტულად ჯდება თქვენს სახეზე;

ბ. შედგება მინიმუმ ორი ფენა ქსოვილისგან

გ. რბილი, ბუნებრივი და სუნთქვადი ქსოვილი – მაგალითად ბამბა შიდა ფენაზე, რომელიც შემხებლობაშია თქვენს კანთან

დ. თავიდან აირიდეთ ნიღბის ტარება რომელის შიდა შრე შეიცავს სინტეთიკას:

1. ნეილონი, 2. პოლიესტერი, 3. აბრეშუმი

6. ყურის ნიჟარების გაღიზიანების პრევენციისათვის გამოიყენეთ ნიღებები სხვადასხვა სახის/ფორმის ყურის მარყუჟებით.

7. ყოველ 4 საათში ერთხელ გააკეთეთ 15 წუთიანი ნიღბის მოხსნა უსაფრთხო გარემოში.

ნიღბის უსაფრთხოდ მოხსნის ადგილებია მაგალითად:

ა. გარეთ, ბ. ავტომობილში როდესაც მარტო იმყოფებით, გ. სახლში

დამატებითი რეკომენდაციების მისაღებად ან კანის პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია – MD Zaza Telia”, – წერს ზაზა თელია.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები