ონკოლოგები შეშფოთებულები არიან, კიბოთი დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ექიმების აზრით, თუ ადამიანი საწყის სტადიაში მიაკითხავს ექიმს, გამოჯანმრთელების შანსი გაცილებით მოიმატებს. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რასაც ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს.
1. მუცლის შებერილობა ქალებში
მუცლის უმიზეზო შებერილობა შეიძლება საკვერცხეების კიბოზე მიუთითებდეს. თუ საკვების მიღების შემდეგ სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, ამასთანავე, უსიამოვნო ტკივილი წელის არეში, მიმართეთ გინეკოლოგს.
2. არარეგულარული მენსტრუაცია
ციკლის შუალედში ერთი წვეთი სისხლიც კი შენიშნეთ, ან მენოპაუზის შემდეგ, აუცილებლად ეწვიეთ ქალთა კონსულტაციას. ეს სიმპტომი შეიძლება ან ონკოლოგიასთან იყოს კავშირში, ან სხვა სერიოზულ დაავადებასთან.
3. ტკივილი მუცლის ქვედა არეში
თუ რეგულარულად განიცდით ტკივილს საკვერცხეების მიდამოებში, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ექიმს.
4. დაუამებელი ზურგის ტკივილი მამაკაცებში
უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს მამაკაცი შეიძლება ზურგის ტკივილს განიცდიდეს. თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, ზურგის ტკივილს შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ექიმთან გასინჯვა აუცილებელია.
5. სათესლე ჯირკვლის სახეცვლილება
კიბოს თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია რეგულარული თვითკვლევა. დააკვირდით ფერს, ფორმას, მდებარეობას.
6. ტკივილი საზარდულის არეში მამაკაცებში
ქრონიკული ტკივილის დროს ეჭვი უნდა გაგიჩნდეთ და ექიმს უნდა გაესინჯოთ.
7. მომაბეზრებელი ხველება ქალებსა და მამაკაცებში
ხანგრძლივი, მომქანცველი ხველების დროს ექიმს უნდა გაესინჯოთ. ეს შეიძლება ონკოლოგიური დაავადება არ იყოს, მაგრამ არც ტუბერკულოზია სახუმარო საკითხი.
8. წონის მკვეთრი დაკლება ქალებსა და მამაკაცებში
თუ ადამიანი ზედმეტი წონის დაკლებას უშედეგოდ ცდილობს, შემდეგ კი უმიზეზოდ უცებ ხდება, გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. ეს შეიძლება ჰორმონული დარღვევის მიზეზი იყოს. თუმცა, ზოგიერთი ორგანოს – კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის დროსაც შეიძლება იგივე სიმპტომები აღმოგაჩნდეთ.
9. მკერდის ცვლილება ქალებსა და მამაკაცებში
მკერდის კიბო შეიძლება მამაკაცებსაც დაემართოთ, თუმცა იშვიათად. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ მკერდის ცვლილებებს.
10. ცვლილება ლიმფურ კვანძებში ქალებსა და მამაკაცებში
ლიმფურ სისტემაზე ბანალური გაციებაც კი მოქმედებს. თუ ისინი შეგიშუპდათ და მთელი თვე არ გიცხრებათ, სისხლის ანალიზი ჩააბარეთ.
11. ცვლილება კანზე ქალებსა და მამაკაცებში
კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერაგი დაავადებაა. რეგულარულად დაითვალიერეთ სხეულზე არსებული ყველა ხალი, ხომ არ შეიცვალა რომელიმემ ფერი, ფორმა, ხომ არ გაუჩნდა გამონადენი.
12. ცვლილება პირის ღრუში
თეთრი ლაქები ლორწოვან გარსზე, ენაზე იარები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გრჩებათ, უსიამოვნო სიმპტომზე მიუთითებს.
13. ამოუცნობი ქრონიკული დაღლილობა ქალებსა და მამაკაცებში
თუ დილიდან საღამომდე მუშაობთ, ღამეებს კი სოცქსელებში ატარებთ, არ ითვლება. საუბარია განწყობის უმიზეზო გაუარესებაზე. ქრონიკული დაავადება შეიძლება ლეიკემიის სიმპტომი იყოს.
სტატიის მიზანი მკითხველის დაშინება კი არა, გაფრთხილებაა. ნუ დააიგნორებთ უჩვეულო სიმპტომებს და დროულად გაესინჯეთ ექიმს.
წყარო:http://www.marao.ge