2021 წლის დასაწყისში ქეთა თოფურიამ მეორე შვილი გააჩინა და, როგორც ჩანს, უკვე დაიბრუნა კიდეც უწინდელი ფორმა.
მას მერე, რაც ქეთასა და ლევ დენგოვს ვაჟი ადამი გაუჩნდათ, ქეთას ბავშვის სახე არ გამოუჩენია, თუმცა, თვითონ უკვე რამდენჯერმე გადაიღო ფოტოები და გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, რომ შესანიშნავ ფორმაშია.


ქეთა, არც ორსულობის დროს იყო მკვეთრად მომატებული წონაში. თუმცა, ლამის მერვე თვემდე არავის უნახავს მისი ფოტოები და მხოლოდ ახალ კლიპში გამოჩნდა უკვე ორსული, რითაც გაიგო ფართო საზოგადოებამ მისი ორსულობის შესახებ.
შემდეგ უკვე დენგოვზე დაქორწინების ფოტოებზეც ვიხილეთ ფეხმძიმე მომღერალი და ახლა, უკვე მშობიარობის შემდეგაც ხანდახან აქვეყნებს ორსულობის დროინდელ, ჯერაც გამოუქვეყნებელ ფოტოებს.


ამ ფოტოებზე ჩანს, რომ წონაში ორსულობისას, ფაქტობრივად, მინიმალურად მოიმატა, ამიტომ, დასაკლებიც ბევრი არაფერი დარჩა მშობიარობის შემდეგ. აქტიური ცხოვრების წესით კი ფორმაში ძალიან მალე ჩადგა.

პირველი მშობიარობის მერეც საკმაოდ მალე ჩადგა ფორმაში და მაშინ ამბობდა, რომ ცილოვან დიეტას იცავდა, უარს ამბობდა შაქარსა და ცომეულზე, ასევე – ვარჯიშობდა. როგორც ჩანს, ახლაც ასე იბრუნებს ფორმას.

