როგორ შეიცვალა ქალის სხეული 60 წლის განმავლობაში – პროპორციები 1954 წელს და დღეს

60 წელი დიდი დროა და რა გასაკვირია, რომ სილამაზის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა, თანამედროვე ქალების სამარცხვინოდ, 60 წლის წინ უფრო ტანადი ქალები ცხოვრობდნენ. იბადება კითხვა, რამ გაასუქა ასე მასიურად გოგონები? მაშინ, როცა ჩვენი ბებიები ახალგაზრდობაში სპორტდარბაზებში არ დადიოდნენ და სიტყვა დიეტის მნიშვნელობა არც კი იცოდნენ.

ამ საკითხის კვლევაში სპეციალისტები ჩაერთვნენ და უფრო თვალსაჩინო მაგალითისთვის კონკრეტული წონა და სხეულის პროპორციები გამოიყენეს. ე.წ. “გიტარა ტანი” – ფუმფულა მკერდი, იდეალური პრესი და სექსუალური თეძოები ადრე ჩვეულებრივ აღნაგობად ითვლებოდა, დღეს კი მსგავსი სხეული მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით თუ მიიღწევა.

1954 წელს ქალის სხეული საშუალოდ ასე გამოიყურებოდა: სიმაღლე – 158 სანტიმეტრი, წონა – 60 კილოგრამი. მკერდი – 90, წელი – 68, თეძო – 93. კაბის ზომა: 40. როგორც ბრიტანეთის ეროვნული ზომის (UK National Sizing) კვლევით ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეს ქალების ფორმები ზედმეტად გაიზარდა. საშუალოდ თანამედროვე ქალის ტანი ასეთი პროპორციისაა: სიმაღლე – 162 სანტიმეტრი, მკერდი – 96, წელი – 86, თეძო – 101, კაბის ზომა: 44. წონა – 65 კილოგრამი.

რასაკვირველია, სხეულის ფორმა ნახევარი საუკუნის წინ გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პროდუქტების ნორმირებით. თუმცა, ეს ვითარება მაინც ვერ ამართლებს იმ ფაქტს, რომ დღეს ქალის პროპორციები სამჯერაა გაზრდილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთავარი პრობლემა თანამედროვე ქალის ცხოვრების წესის ცვლილებაშია. მაგალითად, წლების წინ ძალიან ცოტა დიასახლისს ჰქონდა მაცივარი, შესაბამისად, არ იყიდებოდა გაყინული პროდუქტები და უმეტესობა გემრიელ სადილს მიირთმევდა. ალბათ, დღევანდელი შეშლილი რიტმის გათვალისწინებით, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ პიკის საათში, ლანჩის დროს ოჯახის ყველა წევრი მაგიდასთან შეიკრიბოს და ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული კერძით ისიამოვნოს. თუ ადრე ქალის დღიური კალორია 1 800 იყო, დღეს ორგანიზმი 2 200-ს იღებს. ამასთან, ქალები აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ:

მაგალითად, სახლში არ ჰქონდათ სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, შესაბამისად, ბინას საკუთარი ხელით ალაგებდნენ და ჩათვალეთ, რომ იმავე კალორიას ხარჯავდნენ, როგორც თქვენ ფიტნესზე.

ყველაზე დიდ პრობლემას სამუშაო გარემო წარმოადგენს. დღეს, დასაქმებული ქალები დღეში 8 საათს ოფისში კომპიუტერთან ატარებენ. ყველა დიეტოლოგი ერთხმად აცხადებს, რომ მჯდომარე სამსახური ლამაზი სხეულის პირველი მტერია. საშუალოდ, ე.წ. მჯდომარე სამსახურში წელიწადში ქალი რამდენიმე კილოგრამამდე იმატებს, “უკეთეს” შემთხვევაში, არ სუქდება, მაგრამ სხეული სიმკვრივეს კარგავს და მოშვებულია. ამას ემატება სტრესი, დეპრესია და შედეგიც სახეზეა.

“გულახდილად რომ ვთქვათ, 50-იან წლებში ქალები მეტად აქტიურები იყვნენ და ფიზიკურადაც ძლიერები. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღე რეცხავდნენ, ალაგებდნენ სახლს, დღეში რამდენჯერმე შოპინგზე მიდიოდნენ, პროდუქტებს ყიდულობდნენ, სეირნობდნენ – დღეს რა ხდება? დღეში 8 საათს კომპიუტერის მონიტორის წინ ოფისში ვატარებთ”, – ამბობს დიეტოლოგი კარინა ნორისი.

77b9c4d19e.images.new_photo.mozaika.sxvadasxvaaxali.qalis-sxeuli-1954-wels-da-dges

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები