რეცეპტი მარტივია: აადუღეთ 200 მლ წყალში ნახევარი ჭიქა ხახვის ფურცელი, გააციეთ, გაწურეთ და დაუმატეთ ნახარშში 2 კოვზი გლიცერინი.
სამი კვირის განმავლობაში ყოველი დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე ეს ნაყენი. შედეგით აღფრთოვანდებით, თქვენს თმას საოცარი ფერი და სიბზინვარე ექნება.
ამ რეცეპტის ავტორის თქმით, ხახვის ფურცელი ეფექტურად ღებავს თმას, არ აზიანებს მას და მეტიც, აჩერებს თმის ცვენას და აქრობს ქერტლს!
ეს მეთოდი საუკეთესო იქნება მათთვის, ვისაც ღია ფერის თმა აქვს. ქერა თმა ხახვის ფურცლით შეღებვის შემდეგ საოცარი ოქროსფერი ხდება, ხოლო მუქ თმას ლამაზი ტონი და სიბზინვარე მიენიჭება.
წყარო :მარაო.ჯი