როგორ შევინარჩუნოთ იდეალური ფიგურა – 4 რჩევა ფიტნესის გურუ გვინეტ პელტროუსგან.

გვინეტ პელტროუს ყოველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ნამდვილ ფურორს ახდენს. მას ფიტნეს-გურუდ მოიხსენიებენ, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით.
შევისწავლოთ ოსკაროსანი ლამაზმანის სილამაზის საიდუმლოება:

1. ფანატიზმის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ გვინეტი ჯანსაღი კვების წესით ცხოვრობს, ის ფიქრობს, რომ ხანდახან, თუმცა იშვიათად, შეიძლება თავს უფლება მისცეთ და ერთი ულუფა მაკარონი მიირთვათ. ” პირადად მე, დატვირთული ვარჯიშის შემდეგ მივირთმევ ყველაფერს, რაც მსურს.” – განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2. დღის დასაწყისი

გვინეტ პელტროუს დილა იწყება ერთი ფინჯანი რძიანი ყავით, რის შემდეგაც 45 წუთი კარდიოვარჯიშებითაა დაკავებული. ვარჯიშის შემდეგ საუზმობს ხილის ან ბოსტნეულის კოქტეილით. სადილად მიირთმევს სალათს, ხოლო ვახშმად მაკარონი პასტა ან კარტოფილი ბროკოლით.

3. სპორტი,სპორტი და სპორტი

გვინეტი დღეში 2-3 საათს ვარჯიშს უთმობს – დატვირთული ვარჯიში ან იოგა და ცეკვა. მისი ვარჯიშის შედეგის შეფასება ინსტაგრამზე შეგიძლიათ, სადაც ის რეგულარულად ახდენს სხეულის დემონსტრირებას.

4. გაერთეთ!
გვინეტი ასევე გვიზიარებს ლამაზი ფიგურის საიდუმლოს, რომელიც ყველა ქალისთვის მისაღებია. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ სიცილისა და სექსის დროს ჩართულია კუნთების დიდი ნაწილი. ეს სწორედ ის კუნთებია,რომელთა კორექტირება რთულია ვარჯიშის საშუალებით.

თუ გადაწყვეტთ მიჰყვეთ გვინეტ პელტროუს კვალს, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ გაიხალისოთ ცხოვრება. ყოველდღიურად დაკავდით სპორტით (დღეში რამდენჯერმე), აირჩიეთ თქვენთვის სასარგებლო კვების რაციონი და არ თქვათ უარი სექსზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები