როგორ შევარჩიოთ სამკაულები მეგობარი გოგონასთვის – მამაკაცები ამაზე მხოლოდ მაშინ ვფიქრდებით, როდესაც უშუალოდ ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ ჩვენი საყვარელი არსებისთვის საჩუქარი გვაქვს საყიდელი… გადაწყვეტილებას კი მოსდევს კითხვების კორიანტელი, რომელთაგან ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ვეკითხებით, თუ რა შევურჩიოთ, როგორ ავარჩიოთ ზომა, და რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული საჩუქარი.
რა შევურჩიოთ
თუ თქვენ გოგონასთან, რომლისთვისაც მომავალ დღესასწაულებზე საჩუქრის ყიდვა გსურთ, არ გაქვთ ინტენსიური ურთიერთობა და ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც თქვენ ერთად შეხვდებით, უმჯობესია, რომ საყურეები, ყელსაბამი ან სამაჯური შეარჩიოთ. ბეჭედი, ამ შემთხვევაში, ცუდი ვარიანტია, ვინაიდან შესაძლოა, ამით დააფრთხოთ ის, ან პირიქით – თქვენმა სურვილმა, რომ ის უბრალოდ ახალი ბეჭდით გაახაროთ, მოულოდნელი შედეგი მოგიტანოთ და გოგონამ საჩუქრის პასუხად დაგახვედროთ ფრაზა, – “დიახ, ათასჯერ დიახ!”.
როგორ ავარჩიოთ სასურველი ზომა
ერთია საჩუქრის არჩევა, და მეორე – ზომა. დიახ, ალბათ თითოეული თქვენგანი ხშირად მდგარხართ ვიტრინასთან და მას შემდეგ, რაც ტანჯვის ფასად შეარჩიეთ ყელსაბამი ან ბეჭედი, ფიქრობთ, თუ რა ზომა მოერგება თქვენს ფავორიტ გოგონას… იცოდეთ, რომ ყელსაბამის შემთხვევაში, მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 28-30 სანტიმეტრს.
მასალა
მნიშვნელოვანია, თუ რა მასალისგან იქნება დამზადებული საჩუქარი (მაგალითად, საყურე), რომელსაც საყვარელ გოგონას მიართმევთ. საჭიროა, რომ დროდადრო დააკვირდეთ, რათა ამოიცნოთ, თქვენი გოგონა ოქროს ანიჭებს უპირატესობას, თუ ვერცხლს. ისე კი, რომ იცოდეთ, ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ოქროზე გიჟდება…
წყარო: ამბები.ჯი