რომელი რიცხვები ქმნიან პრობლემებს, ცხოვრებაში?
ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მობილური ტლეფონისა და მანქანის ნომრები, ადამიანების წარმატებასა და წარუმატებლობას განაპირობებს.
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს:
_ საერთოდ, ნომრების ნებისმიერი კომბინაცია, სასურველია, ყოველთვის აღმავალი, ზრდის მიხედვით დალაგებული ციფრებით აწყობილი და არა _ პირიქით. მაგალითად, 678 ან 389. ეს ზოგადად, ისე კი, რაც შეეხება ინდივადუალურ რიცხვებს, ეს უკვე ადამიანის პირად ჰორისკოპსა და ადამიანის დაბადების რიცხვებზეა (დაბადების წელი, თვე და რიცხვი) დამოკიდებული. აქედან უნდა ავიღოთ რიცხვები და განვსაზღვროთ, რომელი იქნება მისთვის წარმატებული და ბედნიერი.
_ ტელეფონის ნომრებზეც გვაინტერესებს…
_ კი ბატონო, თქვენ როდის ხართ დაბადებული, თვე და რიცხვი მითხარით…
_ 23 აგვისტო.
_ 5-იანები ბევრია თქვენს ნომერში?
_ საერთოდ არ ურევია…
_ ძალიან ცუდი, უნდა გქონდეთ. ნუმეროლოგიისთვის მეტი ყურადღება უნდა მიგექციათ და ის ვიბრაციული რიცხვი უნდა გეპოვათ, რომელიც თქვენს დაბადებას ეხება. სხვა რიცხვის ტარება დისონანსში შედის თქვენი დაბადების რიცხვის ენერგეტიკასთან და პრობლემებს ქმნის ცხოვრებაში… ეს უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, მანქანის ნომრის არჩევის დროსაც.
_ თუ ადამიანი ხშირად იცვლის მობილურის ნომერს?
_ ყველა ახალი ნომრის აღების დოს უნდა გაითვალისწინონ, რადგან ეს მისი ცხოვრების პრინციპია. რა თქმა უნდა, ძნელია სახლისა და ბინის ნომრის გამოცვლა, მაგრამ მობილურზე ამის გათვალისწინება შეიძლება. ასევე _ მანქანაზეც. უნდა აარჩიოთ ის ნომერი, რომელიც თქვენთვის უფრო ფეხბედნიერი იქნება.
_ განსაკუთრებით ბოლო დროს, ადამიანები ცდილობენ ერთნაირი ციფრების კომბინაციას.
_ კი ბატონო, მაგრამ მთავარია, ციფრები აღმავალი უნდა იყოს. ახლაც არ არის გვიანი. როდესაც ახალი ნომრის აღებას გადაწყვეტთ, მიმართეთ ნუმერელოგებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევა. მაგალითად, ანრი ჯოხაძეს ძალიან ბევრი 6-იანი ჰქონდა ტელეფონის ნომერში და როდესაც ვუთხარი, _ შეცვალე ეს ციფრები 7-იანებით-მეთქი, მას შემდეგ წავიდა მისი ცხოვრება აღმავლობისა და პოპალურობისკენ. ასეთი ფაქტები არაერთი ყოფილა. ასე რომ, ნუმეროლოგიას უნდა მიაქციონ ყურადღება და ის ვიბრაციული რიცხი უნდა იპოვონ. შემთხვევით და დაუფიქრებლად აღებული რიცხვი უფრო მეტ პრობლემებსა და ხელმოცარულობის განცდას შექმნის.
იმისთვის, რათა იცოდეთ, რა ძალა გააჩნია თითოეულ ციფრს ასტროლოგიური კუთხით, უნდა იცოდეთ:
0 – ნდობის სიმბოლოდ აღიქმება. ამ ციფრის მეშვეობით და კოსმიური ძალების დახმარებით შეგიძლიათ, თქვენი შანსები გააძლიეროთ. თუ ტელეფონის ან მანქანის ნომერზე ბევრი ნულია, ესე იგი, თქვენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აგიღიათ.
1 – ინტელექტის, შემოქმედების, ძლიერი ხასიათის, თავდაჯერებულობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. თუ ეს რიცხვი ჭარბობს თქვენს ნომერში, ესე იგი, თქვენ ენერგიული, შემოქმედი, თავდაჯერებული, პატივმოყვარე და ინტელექტუალი ადამიანი ბრძანდებით. ამ ციფრის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ვარსკვლავებისა და გარე სამყაროს კეთილგანწყობას.
2 – ეს რიცხვი ინტუიციური და რომანტიკული სიყვარულის ენერგიის მატარებელია. ის სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ გიბიძგებთ. ასევე, გეხმარებათ, დაძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობები და აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება.
3 – ეს რიცხვი მამრობითი საწყისის სიმბოლოდ არის მიჩნეული და ასტროლოგიური კუთხით, ეწინააღმდეგება ნეგატიურ საწყისს. ეს რიცხვი აფხიზლებს დამცველ ძალებს და გამარჯვების მიღწევაში გეხმარებათ.
4 – ეს რიცხვი ხშირად გაგახსენებთ თქვენს პრობლემებს. ის, ჩვეულებრივი მოვლენის დამთავრებას ადასტურებს.
5 – ეს რიცხვი ადამიანს სიკეთისკენ უბიძგებს, ასწავლის ცხოვრებით ტკბობას. ასევე, გიბიძგებთ შემოქმედებისკენ.
6 – სიმშვიდის რიცხვია. გეხმარებათ, დაიფაროთ ირგვლივ მყოფი საზოგადოება. თუ ის ჭარბობს თქვენს ნომერში, მაშინ თავს კოსმოსის სრულუფლებიან ნაწილად იგრძნობთ, ადვილად გაართმევთ თავს წინაღობებს და ცხოვრებისეულ პრობლემებზე აზრსაც ადვილად გამოიტანთ.
7 – ეს ციფრი გვეხმარება ბუნების კანონების ადვილად შეცნობაში, სიყვარულში გარკვევასა და გარშემო მყოფთა ამოცნობაში.
8 – ეს ციფრი ასტროლოგიურად მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, მაშინ, ეცადეთ, ისეთი ნომერი შეიძინოთ, რომელშიც ეს ციფრი ჭარბობს.
9 – ერთგულებისა და მტკიცე ბუნების ციფრია. ის კარგია მათთვის, ვისაც ამ თვისებების გამომჟღავნების ერიდება.