როგორ უწყობს ხელს ფეისბუქი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას

ვინ უფრო ზუსტად განსაზღვრავს თქვენს პორტრეტს: თანამშრომლები, მშობლები, საყვარელი ადამიანი თუ Facebook-ი? და რა კავშირი აქვს ამასთან პოლიტიკას და არჩევნებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.
კომპანია Cambridge Analytica-მ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ფეისბუკის“ მილიონობით მომხმარებლის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დონალდ ტრამპის შტაბი ქსელის მომხმმარებლებს წინასაარჩევნო რეკლამას შერჩევით სთავაზობდა. Cambridge Analytica, რომელმაც განაცხადა, რომ დაიხურა, დარწმუნებულია, რომ ტრამპს სწორედ მან გაამარჯვებინა. BBC განმარტავს თუ როგორ მუშაობს ეს ალგორითმი.
როგორ შეძლო Cambridge Analytica-მ არჩევნების წინ „ფეისბუკის“ მილიონობით მომხმარებლის ფსიქოლოგიური პროტრეტის შექმნა?

ფსიქოდიაგნოსტიკაში დიდი ხანია იყენებენ „დიდი ხუთეულის“ მოდელს. მასში პიროვნების ტიპი 5 ფაქტორის საფუძველზე განისაზღვრება. ესენია, ღიაობა, კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია, დიდსულოვნება და ნეიროტიზმი. ამ თვისებების შეფასებით შესაძლებელია პიროვნების ტიპის დადგენა. მაგალითად, ავანტიურისტი, დამცველი, ნებიერა, შემსრულებელი.
ალგორითმი ძალიან ეფექტიანია. საკმარისია ათი „ლაიქი“ და ის განსაზღვრავს თქვენი პიროვნების ტიპს იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენი კოლეგები სამსახურში; 150 ლაიქის შემდეგ უკეთ – ვიდრე მშობლები, ხოლო 300 „ლაიქის“ შემდეგ უკეთ ვიდრე ნებისმიერი ადამიანი.
მაგრამ ჩვენი ციფრული კვალი ხომ მხოლოდ „ლაიქებით“ არ შემოიფარგლება. ჩვენ მუდმივად რაღაცას ვპოსტავთ, ვაზიარებთ და ვეკონტაქტებით ქსელში ადამიანებს და „ფეისბუკს“ კიდევ უფრო მეტ მასალას ვაძლევთ ანალიზისათვის.
Cambridge Analytica დონალდ ტრამპის შტაბზე 2016 წლის არჩევნების წინ მუშაობდა. კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ნიქსი მაშინ ამბობდა, რომ შეეძლო ნებისმიერი ამერიკელის „დიდი ხუთეულის“ ამოცნობა.

რისთვის სჭირდებოდათ მათ ეს ინფორმაცია?

„ფეისბუკში“ პოლიტიკური რეკლამის სამიზნე მომხმარებლების განსაზღვრისათვის ადამიანის ტიპის, შიშების და მისწრაფებების მიხედვით. მაგალითად, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იარაღის ტარების უფლება. რეკლამა იცვლებოდა მომხმარებლის ფსიქოტიპის მიხედვით. მაგალითად, ავანტიურისტი გახსნილია ყველაფერი ახალისათვის, მაგრამ იმპულსური და ნერვულია. ამიტომ მას აჩვენებდნენ შესაბამის გამოსახულებას და ეუბნებოდნენ, რომ თავისუფლებას სჭირდება დაცვა გარე საფრთხეებისაგან; დამცველს კი ეუბნებოდნენ იმას, რომ იარაღის გარეშე სხვების დაცვა შეუძლებელია. და ბოლოს შემსრულებელს, რომელიც რაციონალური პერსონაა, სთავაზობდნენ ოჯახის და მისი მომავლის დაზღვევას საფრთხეებისაგან.

რა გავლენა მოახდინა ამან ამერიკულ არჩევნებზე?

Cambridge Analytica-ს მიაჩნია, რომ ტრამპს გამარჯვებაში ის დაეხმარა. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია. შეუძლებელია ზუსტი კავშირის დადგენა რეკლამას და ამომრჩევლის არჩევანს შორის. პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწვალობენ Cambridge Analytica-ს გამოცდილებას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, Cambridge Analytica-ს პრეცედენტი ბოთლიდან ჯინის გამოშვება და წინასაარჩევნო რეკლამა სამუდამოდ შეიცვალა.

წყარო:https://imedinews.ge/ge

კომენტარები

სხვა სიახლეები