რატომ ვითარდება თრომბი კორონავირუსის დროს და როგორია მისი თავიდან აცილების გზები – ამის შესახებ „იმედის დილაში“ ექიმმა, ოთარ ტატიშვილმა ისაუბრა.
„თევზის ქონი ათხელებს არამარტო სისხლს, ის შლის თრომბს. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია, კვირაში სამჯერ მაინც მივიღოთ ეს პროდუქტი და, განსაკუთრებით, თევზის ცხიმიანი სახეობა. კენკრა შეიცავს კუმარინებს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ეს ბუნებრივი ანტიმიკრობული აგენტიც გახლავთ. ასევე, ნიორი, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია სისხლის გათხელება ისევე, როგორც ასპირინს. ასევე, კარგია კოჭა – გარდა იმისა, რომ ათხელებს სისხლს, ის ჩვენს ორგანიზმში ამცირებს შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მაგრამ ვისაც მაღალი არტერიული წნევა და არითმია აწუხებს, ეს პროდუქტი უფრო ფრთხილად უნდა გამოიყენოს“, – აღნიშნა ოთარ ტატიშვილმა.