როგორ უნდა დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახი ბირთვული აფეთქების დროს – Ready.gov ინსტრუქციების სია განაახლა, რომელიც ბირთვული აფეთქების შემთხვევაში მომზადებისა და თავის დაცვის გზებს გვასწავლის. (ბირთვული აფეთქების შემთხვევაში, გააქტიურდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმა და მოიცავს ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ სააგენტოებს.)
ქვემოთ მოცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რამდენიმე ნაბიჯი – როგორ ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ ბირთვული აფეთქება მოხდება.
თუ აფეთქებასთან ახლოს ხართ, როცა ის მოხდება:
დახუჭეთ და შემდეგ აიფარეთ თვალებზე დოლბანდი, რათა თავიდან აიცილოთ მხედველობის დაზიანება.
დაიხარეთ მიწისკენ სახით ქვემოთ და ხელები სხეულის ქვეშ მოათავსეთ.
დარჩით ბინაში, სანამ სითბური და ორი დარტყმითი ტალღა არ გაივლის.
თუ აფეთქების დროს გარეთ ხართ:
იპოვეთ პირისა და ცხვირის დასაფარავად, მაგალითად, დოლბანდი, ნაჭერი, ცხვირსახოცი ან სხვა ქსოვილი.
გამოიცვალეთ ან მოიშორეთ მტვერი თქვენი ტანსაცმლიდან ან გაბერტყეთ ის ვენტილირებად ადგილას; თუმცა, სანამ ამას აკეთებთ, დაიფარეთ პირი და ცხვირი.
გადადით თავშესაფარში, სარდაფში ან სხვა მიწისქვეშა ზონაში, სასურველია გადაინაცვლოთ ქარის მიმართულებიდან მოშორებით.
გაიხადეთ ტანსაცმელი, რადგან ის შეიძლება იყოს დაბინძურებული; თუ შესაძლებელია, მიიღეთ შხაპი, დაიბანეთ თმა და გამოიცვალე ტანსაცმელი თავშესაფარში შესვლამდე.
თუ უკვე თავშესაფარში ან სარდაფში ხართ:
• მოერიდეთ ღია სივრცეებს
• ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შემთხვევაში დახურეთ ფანჯრები და გამორთეთ კონდიცირების სისტემა, რათა შეიზღუდოს სალონში ჰაერის მიწოდება გარედან.
• ვინც იმყოფებით სახლებში ან სხვა შენობაში უნდა დარჩეთ ადგილზე
• ვინც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან ფეხით გადაადგილდებით
ეცადეთ სწრაფად მიხვიდეთ რომელიმე სახლამდე ან უახლოეს შენობამდე
გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესოდ დაცული ადგილი არის სარდაფი ან შესაბამისი თავშესაფარი.
• სახლში ან სხვა შენობაში მჭიდროდ ჩაკეტეთ და დალუქეთ სკოჩით
ფანჯრები, კარები და სავენტილაციო სისტემა (გამწოვი)
• სახლში ან შენობაში განთავსდით შენობის შუა ნაწილში, ფანჯრებიდან
და კარებიდან მაქსიმალურად შორს
• შეინახეთ საკვები მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში ან მაცივარში
• შეგიძლიათ დალიოთ წყალი, წვენები ან სხვა სასმელები დალუქულ
კონტეინერებში.
• თუ ფიქრობთ, რომ კონტეინერი ან პაკეტი შეიძლება იყოს გარედან
დაბინძურებული რადიოაქტიური მტვერით, გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი ან სუფთა პირსახოცი, რომ გახსნათ იგი. გამოყენებული ქსოვილი ან პირსახოცი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში და განათავსეთ შენობის გარეთ ადამიანებისა და შინაური
ცხოველებისგან მოშორებით.
გაითვალისწინეთ თქვენს სახლში არსებული სხვა წყალი, რომელიც
შეიძლება იყოს ცხელი წყლის გამაცხელებელში ან სხვა დახურულ სივრცეში არ იქნება დაბინძურებული რადიოაქტიური მტვერით.
რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ჩაიტარეთ დეკონტამინაცია
• მიიღეთ შხაპი წყლის დიდი რაოდენობით;
• შხაპის მიღებამდე ჰერმეტულად დაიფარეთ სხეულზე არსებული ჭრილობები. არ გამოიყენოთ ქისა, ღრუბელი ან სკრაბი
• თუ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება – დიდი რაოდენობით წყლით
დაიბანეთ ხელები, სახე და სხეულის დაუფარავი (ტანსაცმლით) ნაწილები
• თუ არ გაქვთ წყალი გაიწმინდეთ სხეულის დაუფარავი (ტანსაცმლით)
ნაწილები სველი ხელსაწმენდით
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურებს, ცხვირის ნესტოებს და თვალებს
• დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და მოათვსეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში და განათავსეთ შენობის გარეთ ადამიანებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით.
• პირველ რიგში უნდა დასუფთავდეთ თვითონ, შემდეგ დაეხმარეთ სხვებს
• ბავშვების, მოხუცებისა და ცხოველების დახმარების დროს გამოიყენეთ
პირბადე და სქელი ხელთათმანები.