როგორ უნდა მიხვდე, ნამდვილად გიყვარს თუ არა ადამიანი

შენი საყვარელი ადამიანი – შენი დღის საუკეთესო ნაწილია. საუკეთესო საშუალება – გაარკვიო, ნამდვილად გიყვარს კი ადამიანი თუ გგონია, რომ შეყვარებული ხარ.

ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს, ჩაილდიშ გამბინოს აქვს ასეთი სიმღერა: “როცა მარტო ვარ, ვამჯობინებდი, შენთან ვყოფილიყავი”. დღის ის მომენტი, როცა შენს საყვარელ ადამიანს ხედავ, მის გვერდით ხარ, ყველაზე სასიამოვნოა შენთვის. თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მასთან ყოფნა არასდროს მოგწყინდება.

ადამიანი, რომელზეც გაღვიძებისთანავე ფიქრობ – შენი მეორე ნახევარია.
თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, ის პირველია, რომელზეც გაღვიძებისთანავე იწყებ ფიქრს და ძილის წინაც მასზე გეფიქრება. ის, რაც შენ გარშემო ხდება, გინდა პირველ რიგში შენს მეორე ნახევარს გაუზიარო.

მას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებ

თუ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მხოლოდ საკუთარი თავი წარმოგედგინა, მაგრამ მისი გამოჩენის შემდეგ ჯერ მასზე ფიქრობ და მერე საკუთარ თავზე, შენი გრძნობა სერიოზულია. სწორედ ესაა სიყვარული – საყვარელი ადამიანი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარო.

მისთვის ყველაფერს აკეთებ

როცა შეყვარებული ხარ, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებ კი არა, შეუძლებელსაც შეძლებ. როცა ადამიანი მოგწონს, მისთვისაც შეგიძლია ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ როცა შეყვარებული ხარ, შენი შესაძლებლობები უსაზღვროა.

არ გეშინია გრძნობების გამოხატვის

როცა ნამდვილად შეყვარებული ხარ, გსურს, მთელმა მსოფლიომ შეიტყოს ამის შესახებ და არც გრძნობების სახალხოდ გამოხატვის გრცხვენია. როცა ადამიანი უბრალოდ მოგწონს, სახალხოდ გრძნობების გამოხატვის მოგერიდება.

შენი შეყვარებული უნაკლოა

უნაკლო არავინაა, მაგრამ როცა შეყვარებული ხარ, მისი ნაკლი არც გაწუხებს. გეჩვენება, რომ ეს ნაკლი კი არა, მისი თავისებურებაა. სიყვარული – ეს ის გრძნობაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ადამიანი მიიღო მისი ნაკლოვანებებით და არ ეცადო მის გადაკეთებას.

ხანგრძლივ მომავალზე ფიქრობ

როცა შეყვარებული ხარ, საყვარელი ადამიანის გარეშე მომავალი წარმოუდგენლად გეჩვენება. შენს მომავალს მხოლოდ მის გვერდით ხედავ და ბედნიერი ხარ ამით. როცა ადამიანი უბრალოდ მოგწონს, მასთან მომავალზე არც ფიქრობ, ის იმ მომენტში მოგწონს, მომავალში – სხვა მოგეწონება.
უკეთესი ხდები

იდეალური არავინაა, მაგრამ საყვარელი ადამიანის გვერდით გინდა საუკეთესოდ გამოიყურებოდე (ფიზიკურად, განათლების მხრივ). გსურს, საუკეთესო “ვერსია” გახდე იმ ადამიანისთვის, ვინც გიყვარს.

შენი გრძნობები გულწრფელია

ადამიანი არ შეიძლება გიყვარდეს რაღაცის გამო. სიყვარული გულიდან მოდის და გულს არ აინტერესებს შენი შეყვარებულის არც გარეგნობა, არც მატერიალური მხარე, არც განათლება. შენი გული მისას უხილავი ძაფებით ენასკვება და გარშემო ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას.

შენი შეყვარებული – შენი საუკეთესო მეგობარია

დროთა განმავლობაში ხვდები, რომ შენს შეყვარებულს უზიარებ კარგსაც და ცუდსაც, მასთან ათანხმებ და გეგმავ მომავალს, საქმეებს, უიქენდს. იგი შენი “თანამზრახველია” და ხვდები, რომ მასთან ერთად მთების გადადგმა შეგიძლია.

წყარო:  www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები