როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა – საუკეთესო ფოტო-რეცეპტები

რა უნდა გქონდეთ წლევანდელ საახალწლო სუფრაზე და როგორ გავაფორმოთ სუფრა მარტივად? – ეს შეკითხვები უკვე აქტუალურია, რადგან რამდენიმე კვირაში ახალი წელი კარს მოგვადგება. თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, 2015 წელი ხის თხის (ცხვრის) წელია. საახალწლო სუფრაზე სასურველია მწვანისა და წითლის, ლურჯისა და თეთრის შეთავსება, ასე უნდა იყოს გაფორმებული სუფრა და ხელსახოცები და არა ტრადიციულად სულ თეთრი სუფრა. ჭურჭელსაც ხისას გვირჩევენ – სასალათეები, ხილის ლარნაკები შეგიძლიათ, ხისა გამოიყენოთ, ასევე ხის მასალა შეურიეთ ნაძვის ხის სათამაშოებში. კარგია ბევრი ბუნებრივი დეტალი ამ წლის საახალწლო სუფრაზე. შეგიძლიათ, გასაფორმებლად გამოიყენოთ მანდარინი თავისივე ტოტზე, ხელსახოცები საახალწლო პრინტით, ნაძვის გირჩები, ფიფქები.
ასევე სამოსი სასურველია იყოს ლურჯი, მწვანე და სადღესასწაულო.
რაც შეეხება საახალწლო მენიუს, ასუფრაზე ის უნდა გქონდეთ, რაც უყვართ თხასა და ცხვარს. შესაბამისად, რაც შეიძლება ნაკლები ხორცეული – პრინციპში, ისე გაძვირდა ყველაფერი, ეს ერთგვარი შვებაც კია დიასახლისებისთვის. ძირითადი აქცენტი ბოსტნეულზე უნდა იყოს. გვქონდეს ბევრი სალათეული. სალათები კი შესანიშნავი “მასალაა” გასაფორმებლად და სუფრის გასალამაზებლად. სადღესასწაულო სუფრას ისედაც უხდება ლამაზი გაფორმება. ალბათ გინახავთ ფოტოებზე სადღესასწაულო სუფრები, რესტორნებსა და ფუშეტებზე – მაგიდაზე რეალურად ბევრი არაფერი დევს ხოლმე, მაგრამ ისე ლამაზად არის გაფორმებული, თვალს უხარია. ქალბატონებო და ბატონებო, სულაც არ ყოფილა რთული სუფრის ლამაზად გაფორმება, საახალწლო იდეების და დეტალების შეტანა კერძებში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები