მოქალაქე ლევან მშვილდაძე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც თავის ქუჩაზე და შესაბამისად ქალაქზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მან ხის კუნძი, რომელიც ნაგვის ბუდედ იყო ქცეული, ულამაზეს „ქოთნად“ გადააქცია.
ფაქტის ამსახველ ფოტოებს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუში“ აქვეყნებს.
„ამბავი ნაგვით სავსე უსარგებლო კუნძისა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ლამაზ ქოთნად გადაიქცა. „არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი“, – ასე ამბობს ლევანი, რომელიც თავის ეზოს, ქუჩას ყოველდღე სიყვარულით უვლის და ალამაზებს“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
სხვა სიახლეები