როგორ უნდა აიძულო მამაკაცი, რომ შენზე იფიქროს

გრძნობთ, რომ შეხვდით ისეთ მამაკაცს რომელსაც ეძებდით, მაგრამ ის იგივეს არ გრძნობს თქვენს მიმართ. ამის გამოსწორება ძალიან მარტივია. გთავაზობთ ფსიქოლოგთა რჩევებს, რომლებიც სასურველი მამაკაცის მონადირებაში დაგეხმარებთ.
კაცებს უყვართ იმის შეგრძნება, რომ ისინი არიან დამპყრობლები. თქვენ ხართ ქალი, რომელიც უნდა მოიპოვო. მაშინაც კი, როდესაც „გადარეული“ ხართ მასზე – თავი ხელში აიყვანეთ. აგრძნობინეთ კაცს, რომ ის თქვენ გაკლიათ, მაგრამ არ მოგივიდეთ ზედმეტი, მან უნდა ეძებოს შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის, დაგაინტერესოთ რამე განსაკუთრებულით. აფიქრებინეთ, რომ მან მოგწყვიტათ რაღაც გადაუდებელ საქმეებს, გაუწია კონკურენცია ვიღაცას ან რაღაცას. ის ფაქტი, რომ საერთოდ საქმე არ გაქვთ და ტელეფონს აგიპნოზებთ მისი ზარის მოლოდინში, საიდუმლოდ დატოვეთ. მიანიჭეთ მას გამარჯვების შეგრძნება, ეს გაზრდის მის თვითშეფასებას და მაგნიტივით მოგეკრობათ.
დაანახეთ მას, რომ თქვენ გაქვთ სხვა საინტერესო და დატვირთული ცხოვრება – მეგობრები, სამსახური, ჰობი. როდესაც მან იცის, რომ დაგირეკავთ ნებისმიერ დროს და გკითხავთ “სად ხარ? რას შვები?” და გაიგებს “არაფერს, სახლში ვარ”, ის იმას კი არ იფიქრებს ვაიმე როგორ ვყვარებივარ, ჩემს გარდა არავინ და არაფერი არ აინტერესებს და არ სჭირდებაო. ის იფიქრებ, რომ შენ არ ხარ არაფრით დაინტერესებული.
იფლირტავეთ მასთან. არ იფიქროთ, რომ რადგან თქვენ უკვე გაქვთ რომანი ფლირტის დრო გავიდა. რადგან ის დაინტერესდა და შეგიყვარა, მაგრამ მსუბუქად, მან შეგიყვარა ცოტა ამოუცნობ და ხელიდან დამსხლტომი. ისეთი როგორიც იყავით, ცდილობდა თქვენს მოპოვებას, მაგრამ თქვენ აწვალებდით, რაღაცეებზე უარს ეუბნებოდით, ეხლაც ასე უნდა იყოს ხანდახან ძალიან სასურველი უნდა იყოთ, უნდა გააგიჟოთ ხანდახან უკარებლობით.
დააფასეთ ის, რასაც აკეთებს თქვენთვის. თუ კაცმა იცის, როგორ გაგაოცათ მისმა წინა სურპრიზმა. თუ თქვენ დაანახეთ, როგორი გახარებული ხართ მისი საჩუქრით. თუ, მისი თანდასწრებით, ციტირებას უკეთებთ მის ხუმრობებს, ჭკვიანურ აზრებს და თუ უყვებით სხვა ვინმეს, როგორ გასაოცარ, კაცურ საქციელს სჩადის თქვენს გამო, ის დატკბება მისი “წუთობრივი დიდებით” და ყოველთვის იფიქრებს, რომ კიდევ რამე გააკეთოს თქვენთვის.
გახდით მისთვის არამარტო შეყვარებული, არამედ მეგობარი და მრჩეველი. ამისთვის სიმართლე, რომ გითხრათ ბევრი არაფერია საჭირო. ყურადღებით უსმინეთ რას ამბობს, და ნუ მოუყვებით გაუჩერებლივ თქვენს შესახებ. ეცადეთ შეაღწიოთ მისი ცხოვრების რთულ სიტუაციებში. მაშინაც კი, თუ მისი სამსახური დაკავშირებულია მაღალტექნოლოგიურ ნივთებთან, ამ სამსახურში მის ირგვლივ არის ხალხი, მათ აქვთ რაღაც ურთიერთობა. მიეცით მას რჩევები და შემდეგში, დატვირთული კონფერენციის დროს იფიქრებს – ის იყო მართალი, მას უნდა მოვუყვე ყველაფერი იქნებ რა მირჩიოს?
დატოვეთ მის ცხოვრებაში რამე ნიშანი თქვენი არსებობისა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ, მასთან სახლში უნდა მიიტანოთ სავარცხელი, ჩუსტები ან საყვარელი პიჟამო. ის ამას მიიღებს როგორც მისი სივრცის და თავისუფლების შეზღუდვად. აი შეიძლება თმისსამაგრი დაგრჩეთ საწოლთან, ან აბაზანაში პომადა, ან აჩუქეთ საპონი, განსაკუთრებული სუნით, მას ყოველთვის გაახსენდებით დაბანის დროს, სასაცილო ბრელოკი გასაღებისთვის, მოსახერხებელი ბლოკნოტი ან ჭიკა სახალისო წარწერით.
იყავით არაპროგნოზირებადი. თუ თქვენ მას ყოველდღე სწერთ 10 მესიჯს, ის მიეჩვევა, და თუ თქვენ მას გაუგზავნით ბოთლის საპონს, თქვენი ინტიმური სურათით, ის დაიმახსოვრებს. თუ მისი ტელეფონი გავსებული იქნება სმს-ებით თქვენი “მიყვარხარ. გკოცნი, მენატრები”-თ ის ამას მიიღებს როგორც რაღაც ყოველდღიურს. მაგრამ თუ თქვენ მიწერთ მას რამე სასაცილოს, რათა გაახალისოთ რთული სამუშაო დღის წინ, რომლის შესახებაც თქვენ ყველაფერი იცით, ის ამას დააფასებს. თუ თქვენ მის ჯიბეში, სახლში, მანქანაში დატოვებთ მხიარულ წერილებს ეს მას აიძულებს თქვენზე ხშირად იფიქროს.
მიეცით მას არასერიოზული მიზეზები ეჭვიანობისთვის. მაგალითად: გაუღიმეთ უცხო ადამიანს მისი თანდასწრებით, ცოტახანში კი გააკეთეთ კომენტარი, რომ მან თქვენ უბრალოდ გაგამხიარულათ. გამოეცხადეთ ლამაზი ყვავილების თაიგულით ხელში და 5 წუთის მერე უთხარით, რომ უბრალოდ თქვენს კოლეგას ხვალ დაბადების დღე აქვს და თქვენ იყიდეთ თაიგული თქვენი კოლეკტივის სახელით წინასწარ. წადით კორპორაციულ დღესასწაულებზე თავბრუდამხვევ სექსუალურ ტანსაცმელში, დაანახეთ თქვენს რჩეულს როგორ თავბრუსდამხვევი ხართ. იფიქროს: ამ ქალს მე გადავყავარ ჭკუიდან, მაგრამ ის მე ნამდვილად არასდროს არ მღალატობს.

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები