როგორ სუფთავდება ხელი რამდენიმეწამიანი დაბანის შემდეგ და რატომ უნდა ვიბანოთ მინიმუმ 20 წამი (ფოტო)

“დაიბანეთ ხელები” – ორი სიტყვა, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტუალურია. რა ხდება ჩვენს ხელის მტევნებზე? ამას ინფრაწითელი განათლების გადაღებული ფოტოები ძალიან ნათლად აჩვენებს.

დაუბანელი ხელი – სითეთრე დაბინძურების ხარისხს მიუთითებს

სწრაფი დაბანის შემდეგ – მეცნიერების განცხადებით, დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი სწორედ ასე იბანს ხელს, ფოტო კი აჩვენებს, რომ სრულებით არ არის საკმარისი და არაფრით განსხვავდება დაუბანელი ხელისგან.

6–წამიანი დაბანის შემდეგ საპნის გარეშე – ეს ის დროა, რა ხანგრძლივობითაც ადამიანების უმრავლესობა იბანს ხელს, თუმცა არ არის საკმარისი, რადგან ფრჩხილებთან, ქორწინების ბეჭდის გარშემო ჭუჭყი მაინც დიდი რაოდენობით რჩება.

6–წამიანი დაბანის შემდეგ საპნის გამოყენებით – საპონი ხელის დაბანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის 100%–ით არ აცილებს ბაქტერიებს ხელიდან, თქვენს მტევნებს უფრო დაცულს ხდის.

20–წამიანი დაბანის შემდეგ საპნის გამოყენებით – ეს არის ის დრო, რომელიც ხელის მტევნების კარგად გასასუფთავებლად არის საჭირო. ფოტოზე ნათლად ჩანს თუ რამდენად არის შემცირებული თეთრი ლაქები ანუ ბაქტერიები. მხოლოდ ნეკა თითისა და ცერა თითის ნაწილი, ასევე ნუნებია დაბინძურებული. ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ სწორად დაბანის რეკომენდაციები.

30–წამიანი დაბანის შემდეგ საპნით – ალბათ კარგად ხედავთ განსხვავებას 20–წამიან დაბანასთან მიმართებით. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. რამდენად დაცულად გსურთ გრძნობდეთ თავს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები