გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ონიაშვილს წინასაახალწლოდ სიმღერა მიუძღვნეს.
ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მეორე დღესვე გავრცელდა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამასთან, აღნიშნულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
ზოგმა სიმღერას იუმორით შეხედა, ზოგი კი გამგებლისთვის სიმღერის მიძღვნამ გააღიზიანა და ვიდეო განსჯის საგნად აქცია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მისი თანამშრომლების ეს ქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც დავით ონიაშვილმა “კვირა + -სს” განუცხადა, თანამშრომლებმა სიმღერის ტექსტი ღონისძიების დროს მოიფიქრეს, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ დარბაზში ხმა კარგად არ ისმოდა და გამგებელმა სიმღერის ტექსტი ვერ გაარჩია.
“ეს იყო თანამშრომლების საახალწლო ხუმრობა, მათ ჩვეულებრივი კორპორატიული საღამო მოაწყვეს. ყველა თანამშრომელს, მათ უმეტესობას ლექსი მიუძღვნეს, ზოგს – სიმღერა და ამ ერთმა სიმღერამ ასეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია.
სხვათა შორის, დარბაზში სიტყვები ძალიან ცუდად ისმოდა, ისე, რომ ტექსტი ვერც გავარჩიე. მათ ტექსტი იქვე საკუთარი ფანტაზიით შექმნეს. სიმღერა ღონისძიების დროს მოუფიქრებიათ. ცუდად ისმოდა და კარგად ვერც გავიგე სიტყვები. ძალიან თბილი ატმოსფერო იყო, ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა”,- განუცხადა “კვირა + -სს” გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და გამგებელმა 15 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევში” ახალი წელი აღნიშნეს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები