როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ციკლიდან – მხიარული ფსიქოლოგია – ადამიანის ფსიქოტიპების მისეულ შეფასებას გვიზიარებს:
“დეპრესიულმა ფსიქოტიპმა მესიჯი ნახა, უპასუხა, ინანა, რომ უპასუხა, მით უმეტეს, თუ პასუხის მერე კიდევ ათჯერ მისწერეს და სიქა გააძვრეს.
ობსესიურმა მესიჯი ნახა, უპასუხა დროულად და ამომწურავად, მერე ათჯერ გადაიკითხა, რომ შეემოწმებინა, რამე ხომ არ შეეშალა და თუ ჩასწორების საშუალება მიეცა, ამდენჯერვე ჩაასწორა.
ისტერიული პასუხობს ბევრს, გრძლად და ემოციურად და ერთი მესიჯის პასუხად, ხშირად რამდენიმეს.
ნარცისტული პასუხობს როცა/თუ მოესურვება.
შიზოიდური პასუხობს მოკლედ, როცა/თუ გაახსენდება, რომ მისწერეს.
პარანოიდული – რატომ მისწერე? ვინ ხარ? რა გინდა?
შერეული ტიპაჟი მესიჯის მიმწერის მიხედვით იცვლის ფერსა, გინა ზნესა”, – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები