სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ვრცელდება დრონით გადაღებული კადრები, სადაც ასახულია სოფელ გუგუტიანთკარში, საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი.
რუსმა ოკუპანტებმა ორ ოჯახს განუცხადეს, რომ დატოვონ სახლები და გაიტანონ მათი კუთვნილი ნივთები.
დილიდან განახლებული ბორდერიზაციის შემდეგ, ორივე სახლი მავთულხლართების მეორე მხარეს მოექცა.
რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც, საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.