როგორ მოიქცეოდა „ბი ბი სი”-ს ეთერში ქალი – პოპულარულ კურიოზზე პაროდია შეიქმნა (ვიდეო)

ახალი ზელანდიის ტელეშოუში „ჯონი და ბენი“ „ბი ბი სის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ მომხდარ კურიოზზე პაროდია შექმნეს. კომიკოსებმა წარმოიდგინეს, თუ როგორ იმოქმედებდა ასეთ შემთხვევაში ბავშვის დედა.
ვიდეორგოლში ქალი ასევე კორეაში არსებულ სიტუაციაზე „ბი ბი სის“ წამყვანის შეკითხვებს პასუხობს, თუმცა როდესაც ოთახში ბავშვი შევარდება, დედას ის ხელში აჰყავს და მას აჭმევს. შმდეგ ოთახში მეორე ბავშვიც შედის – მას დედა სათამაშოებით ართობს და პარალელურად საუბარს აგრძელებს. მოგვიანებით ქალი ღუმელში ქათმის შეწვას იწყებს, ასევე ის უნიტაზს წმენდს და ბომბის გაუვნებელყოფასაც კი ასწრებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორეის საკითხებში ექსპერტთან რობერტ კელისთან ეთერის დროს პირდაპირ ეთერში მისი ორი ბავშვი შევარდა. ეს ვიდეო ინტერნეტში ძალზე პოპულარული გახდა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=-Ojvk-4IcOE[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები