როგორ მოვიშოროთ მიჯაჭვულობები

ენერგეტიკული მიჯაჭვულობა, როგორც ვიცით, იგივე ენერგეტიკული არხია, უბრალოდ – არასწორად ფორმირებული ჩვენივე ემოციებით. ემოციებით მიჯაჭვულობა შეიძლება ნებისმიერ რამეზე: ადამიანებზე, საგნებზე, გრძნობებზე, ეგრეგორებზე, რელიგიასა და ა.შ.

ენერგეტიკული არხი აუცილებელია, ანუ დამოკიდებულება გარემოსა და სხვა ადამიანებზე, მაგრამ აუცილებელია, ენერგია დაბალანსებულად მიედინებოდეს ამ არხში: რამდენიც გადის, იმდენივე შემოდიოდეს. წინააღდეგ შემთხვევაში, ადამიანს არ რჩება სასიცოცხლო ენერგიის რეზერვი და ვერ ვითარდება, ვერ იღებს გაკვეთილებს, ვერ ამჩნევს შანსებსა და ახალ შესაძლებლობებს.

აქაც დავწერ, რომელი ემოცია რომელი ჩაკრის ენერგიას ბლოკავს:

1. მულადჰარა (საბაზისო ჩაკრა)- შიში და აგრესია.

2. სვადჰისტანა (სქესობრივი ჩაკრა) – აკვიატებული იდეა და რამის დაჟინებით ნდომა.

3. მანიპურა ( მზის წნული ან ჭიპის ჩაკრა) – დამოჩილება ან პირიქით ძალაუფლებისკენ სწრაფვა.

4. ანაჰატა ( ცენტრალური ანუ გულის ჩაკრა) – გადამეტებული სიყვარული ან სიძულვილი.

5. ვიშუდჰა ( ყელის ჩაკრა) – თვითრეალიზაციისკენ სწრაფვის გადამეტებული ნდომა.

6. აჯნა ( მესამე თვალი ) – მიჯაჭვულობა პრინციპებეზე და იმ თემებზე, რაც ადამიანს ჭეშმარიტება გონია.

7. საჰასრარა (გვირგვინის ჩაკრა) – მიჯაჭვულობა ეგრეგორებზე, რელიგიაზე.

ყველაზე მარტივი მეთოდი მედიტაცია და გაცნობიერებაა, რომ რელურად გაქვთ პრობლემა და რეალურად გინდათ თავის დაღწევა ამ პრობლემისგან და სადღაც გულში იმედიც კი არ უნდა დაიტოვოთ, რომ მიიღებთ ”საწადელს”. წარმოიდგინეთ ეს მილები, რომლის საშუალებითაც მიჯაჭვული ხართ კონკრეტულ პრობლემაზე, ყველაზე ხშირად გაწუხებთ და ყველაზე ხშირად გეფიქრებათ. ეს შეიძლება, იყოს ადამიანი, სწავლება, მატერიალური ნივთი და მათ მიმართ ნებისმიერი გადამეტებული ემოცია, როგორც დადებითი – ისე უარყოფითი.

მაგალითად, ბრაზის შემთხევაში მედიტაციის დროს წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელზე გაბრაზებული ხართ, რომელსაც ვერ აპატიეთ რაღაც, რომელსაც გინდათ, დაუმტკიცოთ თქვენი სიმართლე, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა გინდათ დაგიბრუნდეთ, რომელსაც თქვენი ვალი აქვს, რომელმაც რაღაც მოგპარათ. გაიაზრეთ და ისე აპატიეთ, თავიდან არ გამოვა, ეს მექანიკური იქნება, მაგრამ რამდენიმე ცდის შედეგ რეალურად გაიაზრებთ, რომ ეს ბრაზი არაფერს მოგცემთ, გარდა თქვენი ენერგიის ხარჯვისა, წარმოიდგინეთ, რომ ის, რაც ამ ადამინმა გაგიკეთათ, არის გაკვეთილი, რომელსაც გამოიყენებთ მომვალ ურთიერთობებში. ამისთვის მადლობაც კი ეკუთვნის მას. მერე წარმოიდგინეთ ეს ენერგეტიკული არხები, რომელებიც თქვენი 7-ვე ჩაკრიდან ძაფებივით არის გაბმული იმ ადამინისკენ და წარმოასხვით დაწვით ეს ძაფები, ან მაკრატლით ჩაჭერით ან რამე მოფიქრეთ. ამის შემდეგ ნებისმიერი ბარიერი ჩადგით თქვენსა და იმ ადამიანს შორის იყოს ცეცხლის ალი, გამჭირვალე მინასავით კედელი , ნებიმიერი რამე მოკლედ. ეს პრაქტიკა რაღაც პერიოდულობით უნდა იმეოროთ.

მეორე ვარიანტია მედიტაციის დროს ჩასვით ეს ადამიანი გემში და თქვენ დარჩით ნაპირზე, უყურეთ როგორ პატარავდება ნელ-ნელა გემი და როგორ ქრება, როგორ მიყვება ყველა ნეგატიური განცდა რომელიც ამ ადამინთან გაკავშირებდათ.

აქვე დავსძენ ძალიან საინტერესო მომენტს – . როგორც კი ეს კავშირი გაწყდება ეს ადამიანი რაღაც ფორმით აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. მიზეზი მარტივია: მას აკლდება ის ენერგია, რომლითაც კვებავდით მიჯაჭვულობის დროს. მთავარია იცოდეთ რატომ დაბრუნდა და არ გაებათ თავიდან მახეში.

იგივე შეიძლება გაკეთდეს ნივთზე ან იდეაზე, რომელიც იდეაფიქსად გექცათ. რაც უფრო ძლიერად გინდათ რამე, მით უფრო შორდებით , რადგან მთელი სასიცოცხლო ენერგია მიმართულია ამ მატარეალური რაღაცისკენ და ადამიანის განვითარება შეჩერებულია. ნატიფ დონეზე ირთვება ”თავდაცვის რეჟიმი” და ყველა გარემოება გაშორებთ ამ რაღაცას, მანამ სანამ არ გააცნობიერებთ, რომ ასე ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ. მარტივი პრაქტიკაა, როგორც კი ადამიანი ”დაიკიდებს” , მაშინ ეძლევა, მერე ვიძახით ხოლმე ახლა არ მინდა, მაშინ მინდოდა.

ამ თემაზე შეიძლება დაუსრულებლად წერა, თუ რამე გამომრჩა შევეცდები კომენტარებში გიპასუხოთ.

აქვე დავდებ ერთ მედიტაციას და თუ მოგეწონებათ ბევრ მსგავს იპოვით “იუთუბზე” და ინდივიდურად შეარჩიეთ.

კიდევ ერთი მთავარი მომენტი: ჩახსნათ ეს დამანგრეველი კავშირი არ ნიშნავს, არ გიყვარდეთ ადამიანი (შვილები-მშობლების ვარიანტში). ეს ნიშნავს იცხოვროთ თავისუფლად და განვითარდეთ ორივე.

იდეაში თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა გაქვთ, ეს არის პირველი ნაბიჯი გაცნობიერებისკენ და გილოცავთ. წარმატებები ამ შრომატევად გზაზე.

წყარო: ეზოთერული სახელოსნო

კომენტარები

სხვა სიახლეები