„როგორ მოვიდე შენთან რაც შეიძლება მალე, გამაგებინე რა დეე…“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი
ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის არსებული რეალობა გაუსაძლისია.
„არა, ამის გაძლება აღარ შემიძლია, რისთვის დარჩა ეს ყველაფერი რომ გავგიჟდეეე? როგორ მოვიდე შენთან რაც შეიძლება მალე, ჩავალ და ვიზას გაგიკეთებო, ჰოდა რომ იცინი სასწრაფოდ გააკეთე და გამაგებინე რა დეე გეხვეწები“, – წერს მელიტა ფურცელაძე.
მომღერალი ლევან კბილაშვილი 21 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა.