როგორ მოვიგოთ კაზინოში – გთავაზობთ კაზინოში თამაშის მომგებიან სტრატეგიას

კაზინო – ადგილი, სადაც ბედნიერებაცა და უბედურებაც იღბალზეა დამოკიდებული. იმასაც კი ამბობენ, რულეტის შემქმნელმა თავი მოიკლაო, თავისივე ქმნილებასთან ვერაფერს გახდა და ვერაფრით მოუგოო. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ამიტომაც, გთავაზობთ კაზინოში თამაშის მომგებიან სტრატეგიას:
ვირჩევთ რომელიმე ფერს (მაგალითად შავს) და ყოველ ჯერზე ვდებთ რაღაცა თანხას. თუ ფერი მოვიდა, ვიგებთ დადებული თანხის ორმაგ რაოდენობას. თუ ჩვენი ფერი არ მოვიდა, დადებული თანხა იკარგება. იმისთვის, რომ ამ თამაშისათვის შევიმუშავოთ მომგებიანი სტრატეგია, უნდა მივყვეთ შემდეგ წესს:
მაგალითად:

1. პირველ ჯერზე ჩვენს ფერზე ვდებთ 1 ლარს. ჯამში დახარჯული თანხაა 1 ლარი.
2. თუ ჩვენი ფერი მოვიდა, ვიღებთ 2 ლარს და ყველაფერს ვიწყებთ თავიდან.
3. თუ ჩვენი ფერი არ მოვიდა, მეორე ჯერზე იმავე ფერზე 2 ლარს ვდებთ (პირველად დადებულ თანხას ვაორმაგებთ). ჯამში ჩადებული თანხა იქნება 1+2, ანუ 3 ლარი.
4. თუ ჩვენი ფერი მოვიდა, ვიღებთ მოგებულ თანხას, ამ შემთხვევაში 4 ლარს (მოგება: 1 ლარი) და ყველაფერს ვიწყებთ თავიდან.

მოგების ეს მეთოდი კარგად იციან კაზინოს მეტარონეებმა, ამიტომაც ერთი და იმავე ფერზე დადების რაოდენობა ლიმიტრებულია.

P.S. – თუ მართლა გსურთ კაზინომ მოგება მოგიტანოთ, თავად უნდა გახდეთ მათი მეპატრონეები!

კომენტარები

სხვა სიახლეები