როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი

სახლის პირობებში მკვებავი კრემის მომზადება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია და სულაც არ წარმოადგენს სირთულეს.

რაც მთავარია, დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ საკუთარი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს შეარჩევთ. კრემები, ძირითადად, მზადდება სხვადასხვა კოსმეტიკური ცხიმისგან. ჩვენ შემოგთავაზებთ საბაზისო რეცეპტს. თქვენ შეგიძლით მასში შემავალი ცხიმები და ეთერზეთები შეცვალოთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისად.

ვთქვათ, ნუშის ზეთის ნაცვლად გამოიყენოთ ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი, შის ცხიმის ნაცვლად, კაკაოს ან ქოქოსის ცხიმი და ა.შ.

კრემის მომზადების დროს საჭიროა შემდეგი პროპორციების გათვალისწინება: მშრალი კანისთვის 40% ცხიმი, 60 პროცენტი წყალი; ნორმალური კანისთვის – 20 პროცენტი ცხიმი, 80 პროცენტი წყალი; ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის – 15%-მდე ცხიმი, 85%-მდე წყალი.

თუმცა არ არის სავალდებულო ზუსტად ასეთი თანაფარდობის დაცვა. აუცილებლად გაასტერილეთ ყველა ის ინვენტარი, რომელსაც კრემის მომზადების დროს გამოიყენებთ!

კოსმეტიკური ზეთების შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე მათგანზე ალერგია. დავუშვათ, ალერგია გაქვთ ნუშზე, ნუშის ზეთი ჩაანაცვლეთ სხვა ზეთით. ასეთი კრემები ინახება მაცივარში ან უბრალოდ, გრილ ადგილზე 1-2 თვის განმავლობაში. წაისვით სახეზე და ყელზე კრემი, კანი მას შეიწოვს, 20-40 წუთის შემდეგ კი, რაც არ შეიწოვება, ხელსახოცით მოიცილეთ.

მასალა

შის ცხიმი – 10 გრ
ნუშის ზეთი – 10 გრ
სპერმაცეტი – 2 გრ
ცვილი – 4 გრ
გვირილის ნაყენი ან გამოხდილი წყალი – 25 მლ
ბორაქსი – დანის წვერით
ზეთოვანი “ე” ვიტამინი – 3 წვეთი
ვარდის ეთერზეთი – 3 წვეთი
ჟასმინის ეთერზეთი – 4 წვეთი

 

წყარო: www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები