როგორ მივხვდეთ, რომ ურთიერთობაში “სათადარიგო” ვართ?

ყველა ადამიანი იმსახურებს ჯანსაღ ურთიერთობას, სადაც ორივე პარტნიორი თავს სრულფასოვნად იგრძნობს. კვირა + გთავაზობთ რამდენიმე დამახასიათებელ ნიშანს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ ურთიერთობაში მხოლოდ “სათადარიგო” ხართ:
მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა სხვები მიუწვდომლები არიან
თუ მისგან ყურადღებას მხოლოდ მაშინ იღებ, როცა უახლოეს წრეში სხვა არავინ ჰყავს და თავს მარტო გრძნობს, ეს უკვე სერიოზული სიგნალია. ვისაც მართლა უნდა შენთან ყოფნა, არ სჭირდება „გათავისუფლება“ ან მარტო ყოფნა იმისთვის, რომ დაგიკავშირდეს.
ურთიერთობა მუდმივად ცვალებადია
სიტყვები არ ემთხვევა ქმედებებს. დღეს – თბილი შეტყობინება, ხვალ – იგნორი. მასთან თავს დაბნეულად გრძნობ და თითქოს მუდმივად „ლოდინის რეჟიმში“ ხარ.
ურთიერთობას არ არქმევს სახელს
როცა ურთიერთობას არ აქვს სახელი და თავს არიდებს ამ თემას. ამბობს, რომ ჯერ არაა ჩამოყალიბებული ან ჯერ ადრეა რაიმე სახელი დაერქვას თქვენს შეხვედრებს..
თქვენ უფრო ბევრს დებთ, ვიდრე იღებთ
როცა მთელი გულით ერთვები ურთიერთობაში და მხოლოდ გამცემი ხარ, ის კი მიმღები. ასეთ დროს ბალანსი ირღვევა და მუდმივად წონასწორობა თქვენ უნდა შეინარჩუნოთ, ეს არ არის პარტნიორობა — ეს უფრო ცალმხრივი მოლოდინებია.
ხალხმრავალ ადგილებს ერიდება, როცა ერთად ხართ
მათ მეგობრებს არ იცნობთ, სოციალურ ქსელებში თქვენი კავშირი არ ჩანს ან მხოლოდ რომელიმე ერთ პლატფორმაზე გწერთ. ესეც ერთ-ერთი ფრთხილად შენიღბული ფორმაა სათადარიგოს როლისთვის — შენ არსებობ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის დრო და განწყობა აქვს.
ზედაპირულია და თავს არიდებს თქვენი ურთიერთობის განხილვას
როცა თქვენი ურთიერთობის შესახებ ეკითხებით, თავს არიდებს სერიოზულ დიალოგს. არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, პასუხისმგებლობისთვის და მომავალზე საუბრისთვის.
თუ ეს ჩამონათვალი გეცნობათ, სავარაუდოდ თქვენი პარტნიორისთვის ერთადერთი არ ხართ. მას უნდა თქვენთან შეხვედრაც და ურთიერთობაც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მოერგებით.
რა უნდა გააკეთოთ?
პირველ რიგში თავს ნუ მოიტყუებთ და ილუზიებში ნუ გააგრძელებთ ცხოვრებას. ნუ იქნებით სხვისი სიცარიელის შესავსები, დროებითი ობიექტი და აირჩიეთ ადამიანი, რომელთანაც დაბალანსებული, ორმხრივი ემოციური კავშირი გექნებათ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები