როგორ მივიღოთ შოკოლადისფერი, ლამაზი რუჯი – 8 პრაქტიკული რჩევა

შოკოლადისფერი, თანაბარი და ჯანმრთელი რუჯის მიღება შესაძლებელია, თუ სწორად მოემზადები და მოერიდები გავრცელებულ შეცდომებს. “კვირა +” გთავაზობთ მარტივ რჩევებს:

1. მოამზადე კანი გასარუჯად
რუჯის წინ კანიდან მოიშორე მკვდარი უჯრედები. ამისთვის დაგჭირდება სკრაბი, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და კანს გლუვს ხდის.
2. დაიწყე რუჯი თანდათანობით
პირველივე დღეს დიდი ხნით მზეზე ყოფნა არ არის რეკომენდებული. დაიწყე 10-15 წუთით და დღითი დღე გაზარდე დრო. ასე რუჯი თანაბრად გადანაწილდება და არ დაიწვები.
3. გამოიყენე მზისგან დამცავი (SPF) 
გამოიყენე SPF 20–30 პირველ დღეებში და შემდეგ შეგიძლია შეამცირო SPF 15-მდე. დაიტანე 15–20 წუთით ადრე და გაიმეორე ყოველ 2 საათში ერთხელ.ამით თავიდან აიცილებ დამწვრობას.
4. შეგიძლია გამოიყენე რუჯის დამაჩქარებლებიც
გამოიყენე სპეციალური ზეთები, რომლებიც ხელს უწყობენ შოკოლადისფერი რუჯის მიღებას. ზოგი შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, მაგალითად სტაფილოს ზეთს ან ქოქოსის ზეთს.
5. ნუ იქნები ერთ პოზიციაში
არ იწვე ერთ პოზიციაში საათობით – პერიოდულად იცვალე პოზიცია, წამოდექი, გაისეირნე. ასე რუჯი გადანაწილდება თანაბრად.
6. მიიღე ბევრი წყალი
ჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით სვი წყალი რეგულარულად – მზეზე ყოფნისას სხეული სწრაფად კარგავს სითხეს.
7. ნუ გაჩერდები მზეზე შუადღის მონაკვეთში
შუადღის მზის სხივები ყველაზე მავნებელია. რუჯისთვის იდეალური დროა 09:00–12:00 და 16:00–18:00. ამით თავიდან აიცილებ კანის დაზიანებას.
8. მიირთვი “რუჯის მეგობარი” პროდუქტები
სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გარგარი და მანგო – ეს საკვები ბეტა-კაროტინით არის მდიდარი და ხელს უწყობს რუჯის ლამაზ ფერს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები