როგორ მივიზიდოთ იდეალური პარტნიორი

ჰარმონიულ და ბედნიერ ოჯახზე ბევრი ოცნებობს. ასეთი ოჯახი რომ გქონდეთ, მეუღლეები იდეალურად უნდა ეწყობოდნენ ერთმანეთს.
იდეალური პარტნიორის მისაზიდად კი მარტივი, მაგრამ გამოცდილი რიტუალი არსებობს. მრგვალ ან ოთხკუთხედ ყუთს დაახატეთ პეონები (ან აპლიკაცია გააკეთეთ). პეონი ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოა; იაპონიაში – ქორწინებისა და ნაყოფიერების.
სუფთა ფურცელზე ჩამოწერეთ ის თვისებები, გარეგნობა, რაც თქვენს მომავალ მეორე ნახევარს უნდა ჰქონდეს. ეცადეთ არავის მიამსგავსოთ ის, უბრალოდ აღწერეთ, თანაც დაწვრილებით.
ყუთში შეგიძლიათ მოათავსოთ დადებითი ენერგეტიკის მომტანი სხვა ნივთებიც, მაგალითად წყვილი მტრედის გამოსახულება, ან სიყვარულის და ბედნიერების იეროგლიფები.
ყუთი შეინახეთ ან საწოლის ქვეშ ან კარადში. აუცილებლად დაიცავით ერთი წესი: ოთხკუთხედი ყუთი უნდა მოათავსოთ სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მრგვალი – ჩრდილო-დასავლეთ.
ეს მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ შეხვდეთ თქვენს იდეალურ პარტნიორს და შექმნათ ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახი.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები