1. იკითხეთ გაზეთი ამობრუნებულად. ამით თქვენი ტვინის უჯრედებს აუცილებელ ვარჯიშს ჩაუტარებთ. თქვენ შეგიძლიათ ასევე წეროთ იმ ხელით, რომლითაც ჩვეულებრივ არ წერთ, და მუსიკას მოუსმინოთ, რომელიც არ მოგწონთ.
2. ჭამეთ წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული. ძალზე სასარგებლოა წითელი ტკბილი წიწაკა, პომიდორი და ჭარხალი.
3. ირბინეთ. ეს გულსისხლძრღვთა დაავადების საფთხეს 30 პროცენტით შეამცირებს
4. საზოგადოებრივ ტუალეტში შესვლის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები. ეს სახიფათო ინფექციებისგან აგარიდებთ.
5. ჭამეთ ბანანი. ის არტერიულ წნევას შეამცირებს.
6. ივარჯიშეთ ჩაჯდომით. ეს უმარტივესი ვარჯიში კუნთებს გაგიძლიერებთ და სიბერეში დაცემის შანსს შეამცირებს.
7. დღეში ერთხელ მაინც დალიეთ ჩაი. ეს გულის შეტევის შემთხვევაში თქვენი გადარჩენის შანსს 28 პროცენტით გაზრდის.
8. დაიძინეთ ერთი საათით ადრე. მხოლოდ ერთი საათი დამატებითი ძილი წნევას დაგიწევთ. ეს სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაც არის.
9. ჭამეთ იოგურტი. მიკრობიოტიკებიანი წვენი საჭმლის მონელების სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
10. ძაფით გამოიწმინდეთ კბილები. სუფთა კბილები კარიესისგან დაგიცავთ, რაც, თავის მხრივ, შაქრის დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან დაგიცავთ.
11. ისუნთქე მილით, ეს ფილტვების მუშაობას გააუმჯობესებს, გულის ცემას შეამცირებს და წნევას დაწევს. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ მილით.
12. სახლში სისუფთავე შეინარჩუნე. ვინც სახლს ხშირად ალაგებს მისი ორგანიზმი სერეტონინის (ბედნიერების ჰორმონის) დიდ ოდენობას შეიცავს.
13. ჭამეთ ბეკონი ძეხვის ნაცვლას, ის ძეხვზე ნაკლებად კალორიულია და უფრო სასარგებლო
14. ისეირნეთ ყოველდღე ფეხით. ეს ტვინის მოქმედებაზე დადებითად აისახება.
15. ჭამეთ ნაკლები. ცდებმა აჩვენა რომ ვირთხები, რომლებსაც საკვების ნაკლებ პორციას აძლევდნენ, ორჯერ დიდ ხანს ცხოვრობდნენ.