როგორ მეუღლეს ეძებენ ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი
მამაკაცი ვერძი ადვილად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას და არასოდეს გაურბის პასუხისმგებლობებს. ის ჭკვიან, წინდახედულ და ლამაზ ცოლს ეძებს, რომელიც მის თავისუფალ ბუნებას არ შეზღუდავს. ქალი ვერძი ყოველთვის მზად არის, პარტნიორი გაამხნევოს და გვერდში დაუდგეს. ის წარმატებულ, შემდგარ პიროვნებას ეძებს, რომელთან ერთადაც ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი და ზრუნვა არ მოუწევს და საშუალება ექნება, საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს. ვერძი ცოლი აქტიური და ორგანიზებულია. მთავარია, არ აეჭვიანოთ.
კურო
მამაკაცი კურო მეუღლესა და შვილებზე ყურებამდეა შეყვარებული და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოჯახს საუკეთესო პირობები შეუქმნას. ის ძალიან კეთილშობილი და რბილი ბუნების მატარებელი ადამიანია, თუმცა არც ვნებას უჩივის. თუ სულიერთან ერთად ფიზიკურ სიამოვნებასაც არ იღებს, შესაძლოა, გაუცხოვდეს და წავიდეს. ქალი კურო უნაკლო დიასახლისი და დედაა, რომელიც შვილებს თან ჰყვება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეუღლემ თავი კომფორტულად იგრძნოს. მას წარმატებული მეორე ნახევარი სურს, რომელიც შეძლებს და ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფს.
ტყუპები
მამაკაცი ტყუპები იდეალური მეუღლე ნამდვილად არ არის. მასთან ერთად ცხოვრება სახალისო, საინტერესო, ლამაზი და ჰარმონიულია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ცოლისგან პატივისცემასა და დაფასებას გრძნობს. ასეთ დროს, ის მეორე ნახევარსაც სრულ თავისუფლებას ანიჭებს და არასოდეს უზღუდავს პირად სივრცეს. ქალი ტყუპები ცოტა უთავბოლოა, მაგრამ ამ თვისებას ქორწილის შემდეგ ასწორებს. ის ზედმეტად მიჯაჭვული ხდება საყვარელ ადამიანზე და თანაბარი ინტელექტუალური მონაცემების მქონე მეორე ნახევრის მოთხოვნილება აქვს.
კირჩხიბი
მამაკაცი კირჩხიბი ტრადიციულია და ოჯახს უდიდეს პატივს სცემს. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური პარტნიორია, მასთან ცხოვრება მაინც არაა მარტივი. უმეტეს დროს სახლში ატარებს და მაქსიმალურად ცდილობს, სამაგალითო მეუღლე იყოს. კირჩხიბი ქალბატონი იდეალური ცოლია: მგრძნობიარე, სანდო, ერთგული და საიმედო. პირველ რიგში, ის არის სიყვარულითა და გაგების უნარით აღსავსე მშობელი. მას სჭირდება მეუღლე, რომლის გვერდითაც თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობს.
ლომი
მამაკაცი ლომისათვის აუცილებელია, თავს პირველ პრიორიტეტად გრძნობდეს. მიაჩნია, რომ ყველა მის ინტერესებს უნდა ერგებოდეს და არავინ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ოჯახში ნერგავს. ეძებს ძალიან ლამაზ და ელეგანტურ მეუღლეს. როგორც მშობელი, ძალიან ლოიალურია. ქალბატონი ლომი კი ძალიან ორგანიზებულია და ყოველთვის იტოვებს დროს საკუთარი თავისთვის. ამავდროულად, ახერხებს, რომ არასოდეს მოაკლდეს სახლის საქმეებსა და ოჯახის წევრებს. ხელს უწყობს მეორე ნახევრის ამბიციებს და ცდილობს, ქმრისთვის ყოველთვის სასურველ და მიმზიდველ ქალად დარჩეს.
ქალწული
მამაკაცი ქალწულისთვის ნდობა და ერთგულება უპირველესი პრიორიტეტია. ის ყველაზე კარგად თავისივე ნიშნის წარმომადგენლებს ეწყობა იმიტომ, რომ სხვა არავინაა ისეთი კონსერვატიული, მეწვრილმანე, ორგანიზებული, ყურადღებიანი და მოწესრიგებული, როგორებიც თავად ქალწულები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი ანალიტიკური აზროვნების უნარით გამოირჩევა და ამ უნარს არც ურთიერთობებში ივიწყებს. ის ძალიან მგრძნობიარე ცოლი და დედაა. უყვარს, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს. მას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მეორე ნახევარი სჭირდება. ხშირად ცივი და უკარებაა, თუმცა საყვარელ ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი მისთვის უმნიშვნელოვანესია.
სასწორი
სასწორ მამაკაცს ძალიან უჭირს დაოჯახების გადაწყვეტილების მიღება. მას მოსწონს კარგად მოვლილი, მიმზიდველი ქალბატონები, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე. ვნებიანი, თავდადებული შეყვარებულია. თუმცა, იმდენად ხიბლავს სილამაზე, რომ თვალები და ფიქრები სხვა ქალბატონებისკენაც ხშირად გაურბის. სასწორი ქალბატონი ძალიან ქალური და მიმზიდველია. ის ყოველთვის თაყვანისმცემლებითაა გარშემორტყმული. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰარმონია და ბალანსი. არ ეზარება სახლის საქმეები და ცდილობს, სახლში კომფორტული, მდიდრული და ესთეტიკურად ლამაზი ატმოსფერო შექმნას.
მორიელი
მორიელი მამაკაცი უზომოდ მესაკუთრე და ეჭვიანია. მასთან ერთად ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად საკმაოდ დიდი ძალისხმევა და მოთმინებაა საჭირო. ხშირია უსიამოვნო სიტუაციები, რომელთა არიდებაც მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამოხატვითა და მოფერებით შეიძლება. სწორედ ესაა იარაღი, რომლითაც მორიელს „მოათვინიერებთ“. მორიელი ქალბატონი ოჯახის საკითხს ზედმეტად სერიოზულად უყურებს. თვლის, რომ ასეთი ნაბიჯი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ და დაფიქრებით უნდა გადადგა. არასოდეს გათხოვდება ადამიანზე, რომელთანაც მძაფრი გრძნობები არ აკავშირებს. შეუძლია, ოჯახის ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ამავდროულად, თავადაც მოელის დაფასებასა და პატივისცემას. თუ საპასუხო გრძნობებს არ მიიღებს და მიხვდება, რომ პარტნიორი მის მოთხოვნილებებს ვერ პასუხობს, ის უბრალოდ ადგება და წავა.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცი თავგადასავლების მოყვარულია და ასეთივე მეუღლეს ეძებს. მისი რჩეული მხიარული, ხალისიანი და ენერგიული უნდა იყოს. ერთადერთი, რასაც ვერასოდეს შეეგუება, ეჭვიანობის სცენებია. მშვილდოსანი ქალბატონი ძალიან ჭკვიანია და მეგობრულ დამოკიდებულებას იარაღად იყენებს. შეუძლია, პარტნიორი ნებისმიერ სიტუაციაში გაამხნევოს. ვერ იტანს მონოტონურ ურთიერთობებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვნება და ლტოლვა შეინარჩუნოს. მშვილდოსანს სჭირდება მამაკაცი, რომელიც ყოველთვის მოახერხებს მის გაცინებას.
თხის რქა
მამაკაცი თხის რქა კარიერისტია და ოჯახისთვის გვიან იცლის. მის გვერდით მყოფი ქალბატონი ყოველთვის იგრძნობს უსაფრთხოებას და ფინანსურადაც ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნება. ქალი თხის რქა კი ისეთი მამაკაცისთვისაა შექმნილი, რომელიც მშვიდ და ჰარმონიულ ოჯახს ეძებს, ზედმეტი ემოციების გარეშე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი საკმაოდ ცივი, უკარება და მკაცრია. არც კი იცის, როგორ გამოხატოს სიყვარული და გრძნობები მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან სურს. მოკლედ, აქეთ და ერიდეთ.
მერწყული
მამაკაცი მერწყულის საქციელის პროგნოზირებას ვერასოდეს შეძლებთ. ის არც თუ ისე ერთგული მეორე ნახევარია. თუ გსურთ, არ გიღალატოთ და თქვენ მიმართ ლტოლვა არ გაუქრეს, მისთვის მუდამ საინტერესოდ უნდა დარჩეთ და ყოველთვის უნდა დაიტოვოთ რაღაც საიდუმლო, რომელსაც ვერ ამოხსნის. სხვა შემთხვევაში, თქვენს ჩანაცვლებას მარტივად მოახერხებს. მერწყული ქალბატონი ძალიან მარტივი და მეგობრულია. ის არც კი ფიქრობს ოჯახზე მანამ, სანამ იდეალურ პარტნიორს არ იპოვის. კარგი მზარეული ნამდვილად არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, უზომოდ ერთგული, გულწრფელი და თბილია. არასოდეს ეშინია გრძნობების გამოხატვის და ვერასოდეს ეგუება რუტინულ ცხოვრებას. ამის გამო, მეორე ნახევართან ერთად, ხშირად დაეძებს მრავალფეროვან თავგადასავლებს.
თევზები
მამაკაცი თევზები ოჯახისთვისაა შექმნილი და მზად არის, მეუღლისა და შვილების ყველა თხოვნა შეასრულოს. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და ყოველთვის ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს მატერიალური უზრუნველყოფისათვის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები ძალიან ქალურები და სუსტები არიან და გვერდით ძლიერ მამაკაცს საჭიროებენ. მათ სჭირდებათ პარტნიორი, რომელსაც დაეყრდნობიან და ბოლომდე მიენდობიან. უზომოდ რომანტიკულებს, სჯერათ, რომ სიყვარული ცხოვრებაში ყველაზე მთავარია და არაფრის დიდებით არ თმობენ ოჯახურ გარემოს.

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები