როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალისას

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში, როგორ გავლენას ახდენს ალკოჰოლი სხვადასხვა თანავარსკვლავედის წარმომადგენლებზე – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და შეადარეთ საკუთარ თავსა თუ თქვენს ახლობლებს.

ვერძს სიმთვრალისას საოცარი საქციელის ჩადენა შეუძლია. მასთან დალევა საშიშია, რადგან, მოულოდნელად, შესაძლოა, ყველაფერი სულ სხვაგვარად შემოტრიალდეს.

კურო მთელი საღამოს განმავლობაში ყველას დაუმტკიცებს, რომ სრულიად ფხიზელია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დალია. მისი გადარწმუნება არ ღირს – დაე, გაერთოს. როცა კურო მთვრალია, ის ცხოვრებისგან ყველაფერს იღებს, ასე რომ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

როცა ტყუპი სვამს, მისი ორბუნებოვანი არსებიდან ერთ-ერთი წინა პლანზე გამოდის. აქ კი, როგორ გაუმართლებს: შეიძლება, მთელი საღამო კეთილი და საყვარელი იყოს, ან პირიქით – ყველას პირში მიახალოს, ვიზეც რას ფიქრობს.

კირჩხიბი სიმთვრალეში კომპლექსებისგან თავისუფლდება და თავის ჭეშმარიტ არსს აჩვენებს. თუ იცნობთ კირჩხიბს თუნდაც ათი წელი და არც ერთხელ არ გინახავთ ის მთვრალი, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ მას არ იცნობთ.

მთვრალი ლომი თითქმის არაფრით განსხვავდება ფხიზლისგან, ერთადერთი, ხმა უფრო ომახიანი უხდება, ხოლო ქცევები – უფრო მეფური. სიმთვრალეში ლომს განსაკუთრებით ახასიათებს ის, რომ გაუთავებლად შეუძლია თავის გამარჯვებებზე, მიღწევებსა და ცხოვრებისეულ მიზნებზე საუბარი.

ქალწული სიმთვრალის სამ ეტაპს გადის. პირველი: „ისე დავთვერი“, მეორე – „ყველა მიყვარს“, და მესამე – „ბორჯომი!“. მიწის სტიქიის ნიშანი მიწიერი პრობლემებით, აზრებითა და გრძნობებით, რომელიც უკვე პირველი ჭიქის შემდეგ პოულობს თავისუფლებას.

სასწორი სიმთვრალეში უფრო მტკიცე ხდება და მკაფიოდ იცის, რა სურს. ის, ბოლოს და ბოლოს, პოულობს ჰარმონიასა და სულიერ წონასწორობას, რისკენაც მუდამ ისწრაფვის სიფხიზლეში.

მორიელს შეუძლია დალევა და კიდევ სხვების დათრობა. ის ხშირადაა კომპანიის სული და გული და, რა თქმა უნდა, თამადა. სვამს „ჭიქის გამოუტოვებლად“. ბოლოს კი აღმოჩნდება ხოლმე, ისაა ყველაზე ფხიზელი და შერაცხადი.

მთვრალ მშვილდოსანთან ცოტა გაუგებარი ვითარებაა. თავდაპირველად ის ყვება, როგორ კარგად აეწყო მისი ცხოვრება და როგორი ბედნიერია, მესამე ჭიქის შემდეგ კი იწყებს ტირილს და საკუთარ თავს უიღბლოსა და წარუმატებელს უწოდებს.

თხის რქა სიმთვრალეში უფრო გულღია ხდება. ფხიზელს იშვიათად ნახავთ, რომ ვინმეს ქათინაურებს ეუბნებოდეს, სიყვარულს უხსნიდეს ან სულელურ ხუმრობაზე იცინოდეს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები