საკუთარი კუნძული ლაჟვარდოვან სანაპიროზე – რასაკვირველია, ბედნიერებაა. როცა შენ გეკუთვნის ჩიტების ჭიკჭიკი, ზღვის ტალღების ხმაური, მზის ჩასვლა და ამოსვლა. მაგრამ კიდევ უფრო საოცარია, როცა დაუსახლებელ მიწაზე, რომელიც ყველა მხრიდან წყლით არის შემოფარგლული, რაღაც საოცარს შექმნი. ყოველ შემთხვევაში, ასე გადაწყვიტა თავის დროზე ავსტრალიელმა დიასახლისმა მელიტა კაულმანდეს ჰანტერმა, რომელიც ახლა უკვე ლუქს-კუნძულოვანი კურორტის წარმატებული მფლობელია.
მელიტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თითქმის შემთხვევით მოხვდა – მისი ქმარი რორი 2005 წელს კამბოჯის ქალაქ პნომპენში მიიწვიეს სამუშაოდ. თავდაპირველად წყვილი კამბოჯაში ერთი წელი აპირებდა დარჩენას, მერე კი ხმაურიანი იუ-იორკი
ამ კუნძულზე გატარებული ერთი დღე-ღამე დაახლოებით 870 დოლარი ღირს და ბევრ ტურისტს ხიბლავს. ასე რომ, 15 ათასი დოლარი მელიტას მალე ექცა მილიონად.
კამბოჯელებს მელიტა ძალიან უყვართ – ახალგამომცხვარი კურორტის თანამშრომლების 80 პროცენტი კამბოჯელები არიან.
წყარო: http://www.mshoblebi.ge