როგორ იქცა მარტოხელად საუკეთესო ქმარი – “ბებიამისმა გამომიცხადა, თურმე კაცი სჭირდება”

იყო დრო, როცა ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები “საუკუნეებს” უძლებდა. ახლა მოთმენას აზრი აღარ აქვსო და ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება.

17 წლის ასაკში, კლასელებმა – მარიამმა და გოგამ ოჯახი შექმნეს. ახლა 27 წლისები არიან და 3 შვილი ჰყავთ, თუმცა ერთად აღარ არიან. გოგა დღეს ჩვენი რესპონდენტია.

– მარიამი ლამის პირველი კლასიდან მიყვარდა და როგორც კი სკოლის დამთავრების დრო მოახლოვდა, ცოლად მოვიყვანე. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოვიფიქრე, რომ დედაჩემს გული წაუვიდა, როცა გოგონა შინ მივიყვანე. მაშინ მართლაც ძალიან პატარები ვიყავით, თუმცა სიყვარულმა ასაკი არ იცისო.

– ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობას როგორ გაუმკლავდი?
– ეგ პრობლემა არასდროს იყო. მატერიალურად ყოველთვის შეძლებულად ვცხოვრობდით, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ქალაქში საუკეთესო მანქანა ყოველთვის მყავდა, თუმცა მიუხედავად ასეთი ფუფუნებისა, ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ვიდრე სამსახურს დავიწყებდი რა თქმა უნდა მშობლები გვინახავდნენ. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი ჩემს ოჯახს მე ვუვლიდ და თუ საჭირო იყო მშობლებსაც იქით ვეხმარებოდი. მარიამს არა მარტო მე, ჩემი ოჯახიც ხელის გულზე ატარებდა. დედაჩემი ყველაფერში ხელს უწყობდა. არც სწავლა დაგვიშლია, არც ჩაცმა-დახურვა, ბავშვებზე ზრუნვაც კი არ უწევდა ზედმეტად.

– სიყვარული განელდა თუ რა გახდა ამ ფუფუნებაზე უარის თქმის მიზეზი?
– მიუხედავად ყველაფრისა მარიამს ყოველთვის უკმაყოფილო სახე ჰქონდა. ვეღარ გამეგო რა უხაროდა ან წყინდა. ოღონდ რაიმე ეთქვა, ყველაფერი მისი იყო. ძალიან უინტერესო და გაუცხოებული იყო. ყველაფერზე ჯიუტობდა და არასდროს ითვალისწინებდა ჩემს თხოვნას. რაც დრო გადიოდა სულ უფრო მეტად ვერიდებოდი. საღამოს სახლში დაბრუნება და მისი უკმაყოფილო სახის ყურება აღარ მსიამოვნებდა. სექსუალური ურთიერთობის სურვილი სულ უფრო მეტად მეკარგებოდა. რამდენჯერაც არ უნდა შევხებოდი, ყოველთვის რაღაცას რამდენჯერმე ლამის ვიძალადე მასზე. სინაზის არაფერი გააჩნდა. დაშორება რომ გადავწყვიტე, აქით ამიშარდა. ბებიამისმა გამომიცხადა თურმე მისი შვილიშვილი ახალგაზრდა ქალია და კაცი სჭირდება.

– უცნაურია. ოჯახის წევრები საქმის კურსში ჰყოლია..
– სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი და მიზეზად როგორც ჩანს ჩემს უყურადღებობას ასახელებდა. ასე თუ დაეცემოდა, ვერსადროს ვიფიქრებდი. ოჯახში ის მოყვა, რომ თურმე სექსი გვაკლდა.
პირველ ხანებში არ ვაძალებდი, ვიფიქრე გადაუვლის მეთქი. მერე სისტემატური სახე მიიღო და იყო პერიოდები, როცა სახლში არც მივდიოდი. მაგრამ მე ვერაფერს დამაბრალებს, დამნაშავე მხოლოდ თვითონაა. თავი მომაბეზრა.
მის გამო მშობლებთანაც დამეძაბა ურთიერთობა და გარკვეული დროით სასტუმროში ვცხოვრობდი. საბოლოოდ მაინც დავშორდით. მთელი ცხოვრება უცოლოდ მოვკვდები და მარიამისთანა ქალს აღარ გავეკარები. მგონი ქალის ხსენებაზეც ალერგია მაქვს უკვე.

– ბავშვებზე რას ფიქრობთ?
– ბავშვებს ყურადღება არასდროს აკლდათ. მიუხედავად ოჯახური პრობლემებისა, ყოველთვის ვცდილობდი ბავშვებისთვის ეს ამერიდებინა. არაფერს ვაკლებდი და არც ახლა ვაკლებ.
როცა დავშორდით, მარიამი ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევდა. რამდენჯერმე სკოლაში მივაკითხე და ეს რომ გაიგო, ისე დააშინა ბავშვები, ჩემი დანახვის ეშინოდათ. ვუგზავნიდი ყველაფერს, ტანსაცმლიდან დაწყებული, მაგრამ უკან მიბრუნებდა, თან საშინელ შეტყობინებებს მიგზავნიდა, თითქოს ცუდის მეტი არაფერი გამეკეთებინოს მისთვის.
საქმე სასამართლოში შევიტანე და ბავშვების ნახვის უფლებაც მოვიპოვე.
ახლა მშვიდად ვარ. შერიგება გამორიცხულია. ბავშვებს კი ყოველთვის ვპატრონობდი და ბოლომდე ასე იქნება. იმედი მაქვს მარიამი ოდესმე აუცილებლად დათმობს სიჯიუტეს და მიხვდება რასაც აშავებს.

მე კი მარტო ცხოვრების გემო ნამდვილად ვიგემე.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები