როგორი იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარში (ვიდეო)

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟის პრეზენტაცია ჩატარდა. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რაც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.
ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა.

პირველი, ვინც დამოუკიდებლად შეძლო ზღვაში შესვლა და ბანაობა, თეა კაკაბაძე იყო.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები