როგორ იკვებება ფეხმძიმე ანა მარგველაშვილი

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მალე ბაბუა გახდება. როგორც ამბობენ, ანა მარგველაშვილი ორი თვის ფეხმძიმეა.

პრეზიდენტის ქალიშვილი და დიჯეი გიგი ჩიჩუა რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ.

ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ეს ჭორი არც ერთხელ არ დადასტურდა.

წყვილი არასდროს გამოირჩეოდა პრესასთან ურთიერთობის სიყვარულით.

ამჯერად გიგი და ანა გუდაურში ისვენებენ.

მანამდე კი ანამ ჩინურ რესტორანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ‘
”ღორი ხარ ჩვეულებრივი”, წეს თიკა ანას და გიგის მეგობარი თიკა ჯამბურია.

მეგობრები დაინტერესდნენ, რა საჭმელები იყო სუფრაზე.

Rating
”პეკინური იხვი, გუმბაო  ანანასით. ბრინჯი კიტრით და ნივრით და შემწვარი ლობიო”, წერს ანა.

ფოტო ისე მადისამღძვრელად გამოიყურება, მამულიჩაც კი მოიხიბლა და გადაწყვიტა, უახლოეს დღეებში იგივე კერძები დააგემოვნოს.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები