როგორ ვიყენებთ ქვეცნობიერს ცხოვრების შესაცვლელად

„არასდროს დაწვეთ დასაძინებლად ქვეცნობიერთან მოთხოვნის გარეშე“ – თომას ედისონი.
ქვეცნობიერს უყვარს მუშაობა, სანამ სხეული ასრულებს გაცილებით მარტივ ამოცანებს. ამის დამტკიცება თქვენთვის მარტივად შემიძლია. გკითხავთ – რამდენი კარგი იდეა მოგსვლიათ მანქანის ტარების ან შხაპის მიღების დროს? როდესაც ხართ მოდუნებული, ოდნავ გაფანტული, ამ დროს ქვეცნობიერი გაწვდის საუკეთესო აზრებს.

ქვეცნობიერის მიმართულებით მოთხოვნის გაგზავნას შეუძლია:

გაგიუმჯობესოთ მოტივაცია –
დაგეხმაროთ, გახდეთ უფრო ბედნიერი,
გაზარდოთ ემოციური აღქმადობა.
ცვლილებებს შეამჩნევთ იმაზე უმოკლეს დროში, ვიდრე ეს წარმოგიდგენით.

ჩემი გამოცდილება
ჩემი უკანასკნელი თხოვნა ქვეცნობიერის მიმართ იყო შემდეგი:

«გთხოვ, მომეცი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მოთმინება და მანქანაში ყოფნა გახდეს სასიამოვნო».

დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე ვიღებდი სიამოვნებას სამსახურისკენ მიმავალ გზაზე.

უახლოესი თხოვნა ქვეცნობიერის მიმართ იყო შემდეგი:

«მაჩვენე ჩემი ბლოგის განვითარების შემოქმედებითი გზა»

მე ვიყენებ ამ მეთოდს, რადგან ქვეცნობიერთან მოთხოვნის გაგზავნას შეუძლია, სურვილები ამისრულოს. ეს კონკრეტული თხოვნა გავაგზავნე რამდენიმე დღის წინ და უკვე მუშაობს. იმის მაგივრად, რომ ვთხოვო, „სოციალურ ქსელებში, ხალხმა მოიწონოს ჩემი ბლოგი“, მე უბრალოდ შევცვალე ურთიერთობის მანერა – ახლა ყველასთან მეგობრული ვარ, ვაკეთებ კომენტარებს, ვუწერ კომპლიმენტებს (თუ იმსახურებენ) და ვეუბნები ყველას, ოდესმე დამჭირდება მათ დახმარება ინფორმაციის გადაგზავნაში. ახლა უკვე ისინი არიან მზად, გამომიწოდონ დახმარების ხელი.

აზროვნება
ჩემი აზროვნება იცვლება, როდესაც ქვეცნობიერს ვუგზავნი გარკვეულ თხოვნას. ვამჩნევ ახალ, სხვა დროს შეუმჩნეველ ვარიანტებს. ქვეცნობიერის მიმართ გაგზავნილი თხოვნა კარგად მუშაობს არა მარტო ჩემს პირად თხოვნებზე, არამედ  – გარემოცვაზეც, რომელიც ამ თხოვნასთან არის დაკავშირებული.

3 ნაბიჯი ქვეცნობიერისთვის თხოვნის გასაგზავნად, ამას სჭირდება სულ 5 წუთი:

ნაბიჯი: სანამ შუქს გამორთავთ, დახუჭეთ თვალები და ერთი წუთის განმავლობაში იფიქრეთ თქვენს სურვილზე. ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი რამ. გირჩევთ, დაიწყოთ მცირედით. მაგალითად, მე არ მოვითხოვდი, რომ თვის ბოლოს გავხდე ასტრონავტი. მართალია, თქვენი ქვეცნობიერი მუშაობს ეფექტურად, მაგრამ არა – ამ დონეზე.
ნაბიჯი: 2 წუთის მანძილზე წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიაღწიეთ სასურველს. იქნებ, დილით ადრე სირბილი ან სწორი კვება… მკაფიოდ უნდა წარმოიდგინოთ კონკრეტული მოვლენა. დავუშვათ, სამსახურის დაწყების წინ სირბილი დილაობით: წარმოიდგინეთ, დგებით წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე, იცვამთ სპორტულად და გადიხართ სუფთა ჰაერზე. შემდეგ იწყებთ სირბილს და აკვირდებით, როგორ ამოდის მზე შენობებიდან, ჟღურტულებენ ჩიტები და თავს გრძნობთ კარგად.
ნაბიჯი: დახარჯეთ კიდევ რამდენიმე წუთი და შეიგრძენით სურვილის განხორციელების შედეგად მიღებული სასიამოვნო ემოციები სრულად. რას გრძნობთ, როდესაც ბრუნდებით დილის ვარჯიშიდან და აღებთ სახლის კარს? ძალების მოზღვავებასა და შემართებას? მიუხედავად იმისა, რომ სასურველი მომავალშია, წარმოიდგინეთ, რომ მას უკვე მიაღწიეთ და განიცადეთ ეს სასიამოვნო ემოციები შინაგანად. ჩაიძირეთ ამ გრძნობებში სრულად და მხოლოდ ამის მერე წადით დასაძინებლად. დანარჩენი სამუშაო მიანდეთ თქვენს ქვეცნობიერ.
ქვეცნობიერს ნამდვილად სურს, გაგიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, უბრალოდ, საჭიროა – ენდოთ, მიანდოთ თქვენი უზარმაზარი შინაგანი რესურსები და მისცეთ უფლება, აკეთოს თავისი საქმე.

ცხოვრებაში სურვილები სისრულეში მოჰყავს ქმედებებს
ქვეცნობიერის მიმართ, პირველსავე მოთხოვნაზე არ მოგინდებათ დილით ადრე ადგომა და არ გაიქცევით მეორე დღესვე სარბენად, მაგრამ არ დანებდეთ. შეეცადეთ, რამდენიმე კვირის მანძილზე სისტემატიურად აკეთოთ ადგომისა და სირბილის ვიზუალიზაცია. მოგვიანებით, უბრალოდ, დაიწყეთ მიზნის განხორციელება და გადით 5-წუთიან გასეირნებაზე. პატარა ბავშვის პირველი ნაბიჯების მსგავსად, მოგვიანებით, დილით ვარჯიში თქვენთვის გახდება ჩვეულებრივი ამბავი. რამდენიმე კვირაში დაიწყებთ სირბილსაც. ამ დროისთვის მზად იქნებით ემოციურად და შეგრძნებებით – ეს მოგცემთ მოქმედებისთვის სტიმულს.

როდესაც, ემოციურ იმპულსებს მიმართავთ წარმოსახულისკენ, ქმნით მოტივაციას, ამას კი შეუძლია, დაგეხმაროთ სასურველის მიღებაში. შედეგად, გახდებით ბედნიერი.

შეგიძლიათ თუ არა, მოტივაციასთან დაკავშირებით მომცეთ რჩევა? თქვენ ოდესმე გიცდიათ, ძილის წინ ქვეცნობიერისთვის გაგეგზავნათ რამე მოთხოვნა? გინდათ, გაიგოთ ამაზე უფრო მეტი? მოდი, ვისაუბროთ ამაზე კომენტარებში, ქვემოთ.

წყარო:https://zrda.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები