დიდ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის სტრესი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა. განუწყვეტლივ ხმაურით და დაძაბული სამუშაო რეჟიმით ადამიანები ნელა-ნელა ითრგუნებიან და სტრესულ მდგომარეობამდე მიდიან. როგორც სპეციალისტებმა დაასკვნეს, მოცემული რაციონით შეგიძლიათ თავი დააღწიოთ სტრესს და გარკვეულ სირთულეებს რომელიც მას ახლავს. მათი რჩევა კი შემდეგში მდგომარეობს: ერთი ჭიქა რძე დილით და საღამოს, მისცემს თქვენს ნერვიულ სისტემას დამშვიდების საშუალებას. ასევე დღეში რამოდენიმე მარცვალი ნუში, რომელიც შეიცავს E და B2 ვიტამინებს, დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში და განტვირთვისას მოდუნებაში. ასევე უნდა მიიღოთ ფორთოხალი, მოცვი და ბევრი ხილი, რომელთაც უზარმაზარი მარაგი აქვს ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის.