როგორ ეჭვიანობენ ზოდიაქოს ნიშნები – ვის უყვარს სკანდალების გამართვა

ვერძი

გულის სიღრმეში ვერძები არ არიან კმაყოფილები საკუთარი თავით, ამიტომაც ხშირად ეცვლებათ ხასიათი და ემართებათ ეჭვიანობის შეტევები. და კიდევ, უყვართ ყველაფრის დრამატიზირება.

კურო

კუროებს შეუძლიათ არ გამოამჟღავნონ საკუთარი ეჭვიანობა. თუ მათი ეჭვები გამართლდა, ურჩევნიათ დაამთავრონ ყველაფერი აქვე და ახლავე.

ტყუპები

ტყუპებისთვის თითქმის არარეალურია ერთგულება, თუმცა თავად მუდმივად ეჭვიანობენ და ზედმეტ ყურადღებას ითხოვენ. მათ შეუძლიათ მოაწყონ ეჭვიანობის სცენა უბრალოდ იმიტომ, რომ ასე მოინდომეს.

კირჩხიბი

თუ კირჩხიბი ეჭვიანობს, ის საგულდაგულოდ მალავს საკუთარ ემოციებს, სანამ მოთმინების ფიალა არ აევსება. ღალატს ისინი არასოდეს პატიობენ.

 ლომი

ლომებთან ურთიერთობებში მთავარია ვიღაცას არ მიაქციოთ ზედმეტი ყურადღება, ვიდრე მათ. და კიდევ, თავშეკავებას ისინი არ თვლიან საჭიროდ.

ქალწული

თუ ქალწულს გააჩნია მიზეზი არ ენდოს პარტნიორს, ის არ მოაწყობს სკანდალს, სანამ დაზუსტებით ყველაფერს არ შეამოწმებს.

სასწორი

სამწუხაროდ ახასიათებთ მუდმივი ეჭვიანობა. რადგან მათ არ უყვართ ურთიერთობების გარკვევა, ჩუმად იქნებიან, სანამ არ მომწიფდებიან საუბრისთვის.

მორიელი

მორიელი ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანია. ფრთხილად: ისინი კარგად მართავენ საკუთარ ეჭვიანობას და შემოინახავენ ყველა „კოზირს“ საჭირო მომენტისთვის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები იშვიათად ეჭვიანობენ, მაგრამ არასოდეს არ აღიარებენ, რომ იეჭვიანეს. მათთვის მნიშვნელოვანია ნდობითი ურთიერთობები – ისინი არ პატიობენ ღალატს.

თხის რქა

თხის რქები მუდმივად ეჭვიანობენ, მაგრამ არასოდეს არ ამბობენ ამის შესახებ. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ეჭვიანობა არასოდეს არის ხანგრძლივი.

მერწყული

მერწყულები არ ეჭვიანობენ, მაგრამ თუ უცბად გაუჩნდათ ეჭვი, ზედმეტი ახსნის გარეშე გაწყვეტენ ურთიერთობას მოღალატესთან.

თევზები

თევზები ყველაზე არაეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანია. მათი უნარი იგრძნონ სხვა ადამიანის ემოციები. მაგრამ მათ ძალიან სჭირდებათ ერთგულება, ყურადღება და ზრუნვა – ამის შესახებ მუდმივად უნდა გახსოვდეთ.

წყარო:http://www.pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები